თქვენი ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად კი მოლდოვის ჩემპიონატის წლის ფეხბურთელის - ლევან კორღალიძის ინტერვიუ:
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...aukethesoa.htmlდა რამდენიმე ამონარიდი.
- დაკვირვებული ვარ, ბოლო დროს მოლდოვის ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს საკმაოდ ძლიერ ლიგებში იწვევენ.
- იმიტომ, რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდა. ბოლო ორი წელია ტირასპოლის "შერიფი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდება და კიევის "დინამო" და კიდევ რამდენიმე სოლიდური კლუბი დაამარცხა. ჩვენ კი ასეთი ძლიერი გუნდი ჩამოვიტოვეთ. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიდერი ერთ გუნდად რომ გააერთიანო, მაინც მეეჭვება, "შერიფს" მოუგოს.
- როგორია მოლდოვური კლუბების ფინანსური მდგომარეობა?
- "შერიფი" მდიდარი კლუბია, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი მინიმალური პირობებით მაინც არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება "დაჩიას", მისნაირი პირობები საქართველოში არც ერთ კლუბს არ აქვს, თორემ "ზესტაფონიდან" კი არ წავიდოდი.
აზერბაიჯანული სენი გადამდები ყოფილა, რა დონეზე ასულა მოლდოვის ჩემპიონატი და არ ვიცოდით

თან ზესტაფონიდან წასულა უკეთესი პირობების იმედად. მე კი კარგად მახსოვს რომ ეგეც და გამეზარდაშვილიც გაუშვეს ზესტაფონიდან იმიტომ რომ ვერ გაამართლეს, მერე კი დაჩიას ლიდერებად იქცნენ, ასე რომ მსგავსი კომენტარები რბილად რომ ითქვას უხერხულია.