რატომ ვარ "ზესტაფონის" ფანი
by Nika Kavtaradze on 2011 წლის 12 05, ხუთშაბათი, 14:26-ზე
1981 წლის 13 მაისს ვიყავი ზუსტად 2 წლის და 8 თვის,ამიტომ ხაზგასმით მინდა ვთქვა(დავწერო), რომ არანაირ განსაკუთრებულ სენტიმენტებს არ ვგრძნობ თბილისის "დინამოს" გამარჯვების გამო.(მადლობა ყველას ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა)
ეს გამარჯვებაც,ისევე როგორც საქართველოს ისტორიის განმავლობაში მიღწეული სხვა გამარჯვებები უარყოფითად მოქმედებს აწმყოს შენების პროცესზე. მივაწვეთ ახალ ქართულ ფეხბურთს,სწორება გვქონდეს მომავალზე!!!
ჩემ შეგნებულ ცხოვრებაში ნანახი ქართული ფეხბურთის ნებისმიერი წარმატება 100–ჯერ(ნულების წერა მეზარება) სასიამოვნო,სასიხარულო,საამაყოა ვიდრე ის გამარჯვებები რომლებიც "ჩემამდე" მოხდა.
სწორედ ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი,ჩემ მშობლიურ ქალაქში მიმდინარე საფეხბურთო პროცესის ტემპებით.
2004 წლიდან არის ამ ფორმაციის "ზესტაფონი".
პირველივე წლიდან გულშემატკივრების სიყვარული განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც ითხოვდა გუნდის მხრიდან– "რატომ არ ხდება "ზესტაფონი" წელს ჩემპიონი?!(2005,2006,2007,2008,2009,2010)
ხშირად მიკამათია ჭეშმარიტად გულანთებულ "მომთხოვნებთან"–საქართველოს ჩემპიონობა არ შეიძლება იყოს მთავარი მიზანი!!! მთავარია იმ შანსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება,რომელსაც ჩემპიონობა გაძლევს,ევრო–ტურნირებზე ფეხბურთის თამაშს ვგულისხმობ.( რატომ არის ხაზგასმული ფეხბურთის თამაში ამაზე მოგვიანებით დავწერ

) გაიხსენეთ საქართველოს ჩემპიონების გამოსვლები ზემოთ აღნიშნულ ტურნირებზე და წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე–რა ჯანდაბა გვინდოდა გავსულიყავით მეორეზე,"დაჟე" მესამეზე

))))
ხოდა,წელს არსებობის მე–7 წელი აქვს "ზესტაფონს" და 14 მაისს ჩემპიონის სტატუსსაც შეამატებს თასის მფლობელის ტიტულს.ეს ფაქტი არც ერთი ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულ ადამიანს არ უკვირს(არ ნიშნავს უხარიას), იმიტომ რომ "ზესტაფონი" არის კარგი გუნდი!!!
"ზესტაფონი" კარგი გუნდია,იმიტომ რომ "ზესტაფონი" კარგი კლუბია.
"ზესტაფონი" კარგი გუნდია,იმიტომ რომ სტადიონზე ჯერ მინდორი გააკეთეს და მერე სკამები.
"ზესტაფონი" კარგი გუნდია,იმიტომ რომ ჩემპიონობის "ყიდვას" სტადიონზე განათების ყიდვა ჯობია

"ზესტაფონი" კარგი გუნდია, იმიტომ რომ ურეკში შეკრებას ესპანეთში და ავსტრიაში შეკრება ჯობია

"ზესტაფონი" კარგი გუნდია, იმიტომ რომ საქართველოს არც ერთ გუნდს არ აქვს ისეთი ბაზა,როგორიც "ზესტაფონს"
"ზესტაფონი" კარგი გუნდია, იმიტომ რომ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეა.
"ზესტაფონი კარგი გუნდია, იმიტომ რომ არცერთი სხვა ქართული კლუბიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებ(ებ)ში ამდენი ფეხბურთელი არაა მიწვეული.
"ზესტაფონი" კარგი გუნდია,იმიტომ რომ ხალხი სტადიონზე შესასვლელად ბილეთს ყიდულობს!!!
"ზესტაფონი" კარგი გუნდია იმიტომ რომ წელს გახდება საქართველოს ჩემპიონი!!!
P.S. ფეხბურთის თამაშზე არ დამვიწყებია– თუკი,ქართული გუნდები თავიანთ ევროპელ მეტოქეებთან იგივე სპორტის სახეობას,ანუ ფეხბურთს ითამაშებენ,მაშინ წაგება აღარ გატეხავს კიარა და დიდი შანსია მოიგონ–ხოლმე

უბრალოდ ფეხბურთის თამაშს კარგი პატრონი,კარგი მწვრთნელი,კარგი ფეხბურთელები,კარგი სტადიონი,კარგი ბაზა,კარგი საწვრთნელი პირობები,კლუბში გასაქმებული პროფესიონალები და გულანთებული ქომაგები სჭირდება–ამიტომ ვარ "ზესტაფონის" ფანი
* * *