ისე მაგრად იწეწება ეს ნაყოფია. ჯერ იყო, რომ პროდიუსერობა შეტენეს, რაც 20 მილიონზე მეტი დაუჯდა და საბოლოოდ შერჩა "Голливудская улыбка"

ახლა კი "აბრამოვიჩობას" ტენიან, რაც საბოლოოდ ბათუმში სტადიონის აშენებას ითვალისწინებს

არახალია ეს ამბავი, ორი წელია მიდის ამაზე საუბარი, სურვილი არა ტოროლა, თუმცა მე პირადად სტადიონის აშენებას მივესალმები და უნდათ კობა ნაყოფიას ააშენებინონ და უნდათ ლაქშმი მიტალს.
ამ ქობულეთის სტადიონის რემონტს რაც შეეხება, არ გადაჰყავთ წელს ბათუმის დინამო უმაღლესში, პირველი ლიგის მოწინავე ოთხეული მეორე ეტაპიდან ისედაც უმაღლეს ლიგას თამაშობს ფაქტობრივად და წესიერი არენა საჭიროა, ამასთანავე ადელის საფეხბურთო სკოლა, სადაც ახლა დინამო თამაშობს დიდი ალბათობით დაინგრევა მალე, პრინციპში ტერიტორია უკვე გაყიდულია კიდეც და აქამდე გუნდის ფაქტორი და რეგიონში უსტადიონობა აფერხებდა ამ პროცესს.
ამ წუთისთვის დინამო ურეკში ტორპედოს ხვდება, პირველი ტაიმი მთავრდება, ანგარიში 0:0-ია
P.S. ბექა მახარაძის ლოკომოტივიდან გადმოსვლას რაც შეეხება, ჯერ არ შემდგარა.
This post has been edited by bundes33 on 2 Jul 2011, 19:57