სამწუხაროდ ცოტა დაგვიანდა სტატიის დადება
ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო
იმედია მაინც დაგეხმარეთ რამით

ბათუმელი ქომაგები თბილისში გასამარჯვებლად მოდიან
21.05.2012 13:36
ორშაბათს, 21 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პლეი-აუტის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართება.მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დაძაბული ვითარებაა სატურნირო ცხრილში. უმაღლეს ლიგაში გადასვლა მხოლოდ საჩხერის ’’ჩიხურას’’ აქვს გარანტირებული, დანარჩენი 3 საგზურისთვის კი 5 გუნდი იბრძვის. მათ შორის, ბათუმის ’’დინამო’’.
ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლო ტურის მატჩში ცხინვალის ’’ სპარტაკი’’ იქნება. გამომდინარე იქიდან,რომ შეხვედრა თბილისში გაიმართება, ბათუმელ ფეხბურთელებს ის მხარდაჭერა, რომელიც საშინაო მატჩების დროს გრძნობენ, არ ექნებათ. რა თქმა უნდა, ბათუმის ’’დინამოს’’ ფან-კლუბი ’’შავი ზღვის მეკობრეები/Black Sea Pirates" ჩვენს გუნდს კვლავ გვერდში დაუდგება და თბილისში საკმაო რაოდენობით წამოსვლას ვგეგმავთ.
მოგიწოდებთ ყველას, მოხვიდეთ ორშაბათს 17:00 სთ-ზე ’’ბენდელას’’ სტადიონზე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან) და მხარი დავუჭიროთ ჩვენს საყვარელ გუნდს. მათ ახლა ჩვენი დახმარება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. სწორედ ამ მატჩში წყდება ჩვენი ქალაქის უახლოესი საფეხბურთო მომავალი. გამარჯვების შემთხვევაში უმაღლესში აღვმოჩნდებით, მარცხით კი, კვლავ პირველ ლიგაში დავრჩებით.
ერთად დავდგეთ ჩვენი გუნდის გვერდით, ვუქომაგოთ მათ ბოლომდე და გპირდებით, წარმატების მისაღწევად ფეხბურთელებიც თავს არ დაზოგავენ.
ბათუმის ’’დინამოს’’ ფან-კლუბი ’’შავი ზღვის მეკობრეები/Black Sea Pirates"
http://worldsport.ge///Read.aspx?news=36095&lang=1