ზეგ 8 აგვისტოს, ურეკში "დინამო" ამხანაგურ მატჩში შეხვდება თბილისის "ლოკომოტივს".
ამ მომენტისთვის თავდამსხმელ გაბრიჭიძეს ისევ აკვირდებიან, სავარაუდოდ დაიტოვებენ კიდეც. კაჭკაჭიშვილმა დაიწყო ვარჯიში გუნდთან ერთად, ჯერ მსუბუქად მაგრამ მაინც პოზიტიური ამბავია.
მეკარის პოზიციაზე არ აწყენდა გუნდს გაძლიერება, მაგრამ სასურველი კანდიდატი ვერ შეირჩა(3 დაიწუნეს). თუმცა პირველი ეტაპის შემდეგ აუცილებლად იქნება გაძლიერება თითოეულ პოზიციაზე.
ტექნიკური საკითხები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, ახალი ეკიპირების მთლიანი კომპლექტი(სათამაშო,სავარჯიშო, ბუცები, სპორტულები და ა.შ,), ქობულეთის სტადიონის რემონტი არ დაწყებულა, მაგრამ მეორე ეტაპამდე მოესწრება, სხვათაშორის "შუქურა" აღადგინეს, მწვრთნელი ყოფილი დინამოელი ავთანდილ ღლონტი იქნება, რეგიონალლიგაში იასპარეზებენ, ისევე როგორც ქედის "ბეთლემი" და ახალშექმნილი ხელვაჩაურის "მაჭახელა"
ჩემპიონატს ხარაგაულში ჩხერიმელასთან" მატჩით დაიწყებენ, თუმცა მანამდე 17 აგვისტოს სათასო მატჩია, თუ ვისთან და სად 11 აგვისტოს კენჭისყრით გაირკვევა.
კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა, რომ სავარაუდოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და 90%-ით ანგისაზე კლუბის ბაზა მოეწყობა, სამი სტანდარტული და ორი მინი მოედნით, პლიუს შენობა-ნაგებობებიც გაახლდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. "დინამოს" ასაკობრივი გუნდებიც იქვე ივარჯიშებენ.
დანარჩენი სიახლეები ზამთრის პაუზისას არის მოსალოდნელი. რაც მთავარია ამ სეზონში გუნდის სათამაშო სტილიც განსხვავებული იქნება გოგიტიძის ფორმაციის გუნდისგან, რაც იმედია სასურველ შედეგს გამოიღებს თავიდანვე
This post has been edited by bundes33 on 6 Aug 2011, 20:38