წარმოგიდგენთ უეფას კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც ხდება სტადიონებისათვის შესაბამისი კატეგორიების მინიჭება; სულ არსებობს 4 კატეგორია;
კატეგორია 1
პირველი კატეგორიის მისაღებად, სტადიონის პარამეტრები უნდა იყოს შემდეგნაირი: საფეხბურთო მინდვრის ზომა : 100-105 მეტრი სიგრძის, 64-68 მ სიგანეში;
განათების სიმძლავრე შესათანხმებელია სატელევიზიო კომპანიასთან.
20 ადგილი VIP-ავტოსადგომისთვის.
200 დასაჯდომი ადგილი მაყურებლისათვის, 50 ადგილი VIP მაყურებლებისთვი, 10 ადგილი სტუმართა გუნდის გულშემატკივრებისთვის.
50 მ 2 ფართობი მედიისთვის.4 კვ.მ ადგილი მინიმ. ერთი ტელეკამერისთვის;
20 ადგილი პრეს ლოჟაში, 5 მათგანი მაგიდებით. 2 ადგილი სპორტული კომენტატორებისთვის.
სატელევიზიო სტუდია, რომელიც შეიძლება აღიჭურვოს შესაბამისად.
ტრანსლაციებისთვის გამოყოფილი მიკროავტობუსებისათვის განკუთვნილი ავტოსადგომის ფართობი 100 კვ.მ..
სულ ცოტა ერთი ადგილი საპრესკონფერენცო დარბაზისთვის;
კატეგორია 2
მეორე კატეგორიის მისაღებად:
სტადიონის პარამეტრები უნდა იყოს შემდეგნაირი : საფეხბურთო მინდვრის ზომა : 100-105 მეტრი სიგრძის, 64-68 მ სიგანეში
განათების სიმძლავრე - 800 ლუქსი განათება + მოედნის განათება.
50 ადგილი VIP-ავტოსადგომისთვის.
არანაკლებ1500 დასაჯდომი ადგილი მაყურებლისათვის, 100 ადგილი VIP მაყურებლებისთვი, 20 VIP ადგილი სტუმართა გუნდის გულშემატკივრებისთვის.
ფართი 100 მ 2 ფართობი მედიისთვის( 50 ადამიანი) .
6 კვ.მ ადგილი მინ. 2 ტელეკამერისთვის
20 ადგილი პრეს ლოჟაში, 10 მათგანი მაგიდებით.
3 ადგილი სპორტული კომენტატორებისთვის. სატელევიზიო სტუდია.
ტრანსლაციებისთვის გამოყოფილი მიკროავტობუსებისათვის განკუთვნილი ავტოსადგომის ფართობი 200 კვ.მ..
სულ ცოტა ერთი ადგილი საპრესკონფერენცო დარბაზისთვის და ამასთან მინ. 30 ადგილიანი
კატეგორია 3
მესამე კატეგორიის მისაღებად:
სტადიონს უნდა ჰქონდეს მსაჯთა გასახდელი მინ 20კვ.მ., რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმ. 2 საშხაპე. 1 ინდივიდუალური ტუალეტი, 6 სკამი და მაგიდა
სტადიონის პარამეტრები უნდა იყოს შემდეგნაირი : საფეხბურთო მინდვრის ზომა : 105 მეტრი სიგრძის, 68 მ სიგანეში
განათების სიმძლავრე - 1200 ლუქსი განათება უმოძრაო კამერებისთვის და 800 ლუქსი მოძრავი კამერებისთვის.
სტადიონს უნდა გააჩნდეს სარეზერვო დენის წყარო.
სტადიონს უნდა გააჩნდეს საკონტროლო პუნქტი, საიდანაც შესაძლებელი ქინება სტადიონის გაკონტროლება.
50 ადგილი VIP-ავტოსადგომისთვის.
არანაკლებ 4500 დასაჯდომი ადგილი მაყურებლისათვის, მინიმ. 250 ადგილი VIP მაყურებლებისთვი, აქედან 50 VIP ადგილი სტუმართა გუნდის გულშემატკივრებისთვის.
ფართი 100 მ 2 ფართობი მედიისთვის( 50 ადამიანი) . გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილი მინიმ. 15 ფოტოგრაფისთვის.
6 კვ.მ ადგილი მინიმ.. 2 ტელეკამერისთვის;
50 ადგილი პრეს ლოჟაში, ყველა მათგანი მაგიდებით.
5 ადგილი სპორტული კომენტატორებისთვის. მინიმ. 2 სატელევიზიო სტუდია: 5მეტრი სიგრძე, 5 მეტრი სიგანე და 2.3 მეტრი სიმაღლე
ტრანსლაციებისთვის გამოყოფილი მიკროავტობუსებისათვის განკუთვნილი ავტოსადგომის ფართობი 200 კვ.მ.
სულ ცოტა ერთი ადგილი საპრესკონფერენცო დარბაზისთვის და ამასთან მინ. 50 ადგილიანი
კატეგორია 4
მეოთხე კატეგორიის მისაღებად
ამ კატეგორიაში შემავალ სტადიონებს აქვთ უფლება გამართონ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები, ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფინალები; სტადიონი უნდა იტევდეს მინიმ. 8 000 მაყურებელს
სტადიონს უნდა ჰქონდეს მსაჯთა გასახდელი მინ 20კვ.მ., რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმ. 2 საშხაპე. 1 ინდივიდუალური ტუალეტი, 6 სკამი და მაგიდა
სტადიონის პარამეტრები უნდა იყოს შემდეგნაირი : საფეხბურთო მინდვრის ზომა : 105 მეტრი სიგრძის, 68 მ სიგანეში, იდეალური მინდვრის საფარი, გამართული სადრეკჟო სისტემა. მინდვირს საფარი შეიძლება იყოს როგორ ბუნებრივი მინდვრის საფარი , ისე ხელოვნური, რომელსაც ააქვს ფიფას ლიცენზირება გავლილი.
სათადარიგო სკამზე მინ. 13 ადგილი.
უმაღლესი კლასის გასახდელები გუნდებისათვის (მინ. 25 ადამიანზე გათვლილი თითოეული გუნდიდან) და მსაჯებისათვის (მინ. 20 კვ.მ).. სისხლის ანალიზის ასაღებად აღჭურვილი სპეც. ოთახი დოპინგ ტესტის ჩასატარებლად, ასევე პირველი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. სპეციალური ოთახი ვიდეო კონტროლისათვის.
განათების სიმძლავრე - 1400 ლუქსი განათება
სტადიონს უნდა გააჩნდეს სარეზერვო დენის წყარო.
სტადიონს უნდა გააჩნდეს საკონტროლო პუნქტი, საიდანაც შესაძლებელი ქინება სტადიონის გაკონტროლება.
150 ადგილი VIP-ავტოსადგომისთვის.
არანაკლებ 8000 დასაჯდომი ადგილი მაყურებლისათვის, მინიმ. 500 ადგილი VIP მაყურებლებისთვი.
ფართი 100 მ 2 ფართობი მედიისთვის ( 75 ადამიანი) .
10 კვ.მ ადგილი მინ. 4 ტელეკამერისთვის
100 ადგილი პრეს ლოჟაში, მათგან 50 მაგიდებით.
გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილი მინიმ. 25 ფოტოგრაფისთვის.
25 ადგილი სპორტული კომენტატორებისთვის. მინიმ. 2 სატელევიზიო სტუდია: რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს ხედი მოედნისკენ.
ტრანსლაციებისთვის გამოყოფილი მიკროავტობუსებისათვის განკუთვნილი ავტოსადგომის ფართობი 1000 კვ.მ.
4 ადგილი საპრესკონფერენცო დარბაზისთვის. (მინ. 75 ადგილი)
ფორმალური შეზღუდვის მიუხედავად (8 000 ადგილი), ამ წესების მიღების შემდგომ ევროპა ლიგის ფინალი არ ჩატარებულა 40 000-ზე ნაკლებ ადგილიან სტადიონზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 60 000-ზე ნაკლებ ადგილიან სტადიონზე
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სტადიონმა, რომ შეძლოს ევროპის ლიგასა თუ ჩემპიონთა ლიგის თამაშების გამართვა?!
ჩემპიონთა ლიგა:
პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისათვის - საკმარისია მე-2 კატეგორიის სტადიონი;
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის - მე-3 კატეგორიის სტადიონი;
ხოლო პლეიოფებიდან ნახევარ ფინალამდე საჭიროა - მე-4 კატეგორიის სტადიონი;
ევროპის ლიგა:
პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის - საკმარისია მე-2 კატეგორიის სტადიონი;
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდისათვის და პლეიოფისთვის - მე-3 კატეგორიის სტადიონი;
ჯგუფური ტურნირიდან - ნახევარფინალამდე - მე-4 კატეგორიის სტადიონი;
სტადიონებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების კრიტერიუმები იხილეთ წინა სტატიაში.
წყარო -
http://www.facebook.com/pages/Georgian-Nat...220703738019647 This post has been edited by Lashavera on 4 Jun 2012, 21:27