- ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეორგოლი, სადაც ანანიძე ბურთით ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვალს ვერ მოწყვეტ. კლიპის ანტურაჟი კი, “ბენტლი” და საუცხოო სახლია. ეს “ბენტლი” და სახლი პროგრესისა და ნიჭიერი ბიჭის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მენტალური წინაღობაა? მას ხომ უკვე ყველაფერი აქვს...
- კლიპი არ მინახავს, მაგრამ ანანიძის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად მოხვედრის წინაღობა მხოლოდ კონკურენციაა. ვარჯიშებზე მუშაობის მხრივ მასთან პრეტენზია არ მაქვს.
- ნიჭის მხრივ, შეიძლება ანანიძის შედარება მესისთან, რომელიც მას აღნაგობით ჰგავს?
- მოდით, არ შევადაროთ ის, რის შედარებაც არ შეიძლება.
ერთი “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ხოლო მეორე რამდენიმე წელიწადია, მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა, ჯანო ნიჭიერი ბიჭია და შეუძლია, ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდეს. სწორედ ამიტომ მოხვდა იგი “სპარტაკში”.
პ.ს. აი ამ ვიდეოზეა საუბარი ვინც არ იცის
This post has been edited by M43DL0 on 21 Sep 2011, 15:18
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari