ეხლახანს მოვედი
გილოცავთ გამარჯვებას,საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშია განმეორებითი მატჩის წინ
რაც შეეხება თამაშს,იმის გათვალისწინებით,რომ გუნდი თითქმის ახალია და ჯერ არ არიან შესაბამისად შეთამაშებულები,ნამდვილად კარგი იყო,მეორე ტაიმში კიდევ უფრო უკეთესად ითამაშეს,ერთი რაც არ მომეწონა ის იყო,რომ ხშირად აგვიანებდნენ პასს,მაგრამ ესეც გამოსწორებადია,მთლიანობაში კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით
რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელებს,კვეკვესკირი ბრავო,უდავოდ საუკეთესო იყო,გოლის დროსაც ძალიან კლასნად ითამაშა და პასსზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. რობერტინიოც ძალიან კარგი იყო,კარგად ამწვავებდა.ლექვთაძე მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი იყო და ჩანს მასშიც დიდი პოტენციალი.თექთურმანიძეც კარგად ჩაერთო
თავდასხმის ხაზში კი აშკარაა პრობლემა,თუმცა დიდი იმედი მაქვს,რომ იაგუეს დამატებით,ისიც გადაიჭრება + იაშვილიც არ უთამაშებია
რაც შეეხება უკანა ხაზს,ფლანგები კარგი იყო,ცენტრალური დაცვა ჩავარდა რამდენჯერმე
ლორიას საქმე თითქმის არც ქონია,მაგრამ რაც ქონდა ძალიან დამაჯერებელი იყო
პირველი ეტაპისთვისაც ხალხის რაოდენობა ძალიან კარგი იყო (აქამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით),თანდათანობით მოემატება და იმედია,სულ მალე საკლუბო თამაშებზეც ვიხილავთ გადავსებულ სტადიონს
მოკლედ,ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ გუნდის,აშკარაა უკეთესობისკენ ძვრები და წარმატებებს ვუსურვებ გარსიას და ფეხბურთელებს
This post has been edited by M_A_D_R_I_D_I_S_T_A on 1 Jul 2011, 00:58
Knowledge Is Power...
You Must Be The Change,You Want To See In The World