რუსთავულ გუნდში როგორც იქნა სტაბილურობაა, აღარაა 15-15 კაციანი წამსვლელ-მომსვლელთა ჯგუფები. ადრე ამაზე ზოგს ეცინებოდა და ზოგსაც ნერვები ეშლებოდა, აქედან გამომდინარე არცთუ ისე სასაცილოდ ჟღერს ჟორჟიკაშვილის სიტყვები:
"ჩვენ არ ჩამოგვიყვანია "ცნობილი სახეები", მაგრამ თუნდაც იმით გავძლიერდით, რომ შემადგენლობა შევინარჩუნეთ, სტაბილურობა კი წარმატების საწინდარია. სამწუხაროდ, ამას საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ, არადა, მნიშვნელოვანი ფაქტორია."
ზესტადან 3 ძლიერი მოთამაშე წავიდა, ამან გარკვეული თანხებიც მოიტანა და მათი ნამატიც ლოგიკურია.
დინამოს კატასტროფული შედეგები ჰქონდა და თამაშიც იგივე, ამის და კიდევ დიდი ფინანსური საშუალების გამოც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელიც იყო.
დილას რაც შეეხება, ჩავთვალოთ რომ სრულიად ახალი კლუბი იქმნება, როგორ, რა მიზნებით და რა მოტივაციით შემდეგში გამოჩნდება.
ამიტომ მეტალურგში არაფერი კატასტროფული არ ხდება, არც განუსაზღვრელი ფინანსებია აქვთ ალბათ და არც ხარისხიანი მოთამაშეების სიმრავლეა ქართულ ბაზარზე
This post has been edited by bundes33 on 10 Feb 2012, 18:11