ესე იგი, გამოდის, რომ ეს ჭიჭიკო ფაჩულია თან ენკავედეში მუშაობდა და თან ფეხბურთს თამაშობდა.
ეს ქვედა ცნობა
http://allfutbolist.ru/players/1062-ზე ვიპოვე. საინტერესო კი ჩანს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სანდოა. 68-ში გარდაიცვალაო, რომ უწერიათ, ეგ ტყუილია. 50-ში რატომ ჩამოართვეს დამსახურებული ოსტატის წოდება? 1920 წლიდან ტფილისის ნაკრებში თამაშობდაო, ეგეც არ უნდა იყოს მართალი. ტფილისს მაგ დროს ნაკრები ჰყავდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სხვა დოკუმენტების მიხედვით ჭიჭიკო მაგ დროს აჭარაშია. ხან ხანძარს აქრობს, ხან ჟურნალისტობს და წითელი არმიის შემოსვლას ელოდება.
Пачулия Григорий Алексеевич. 1904 - 1968. Нападающий, защитник. Заслуженный мастер спорта (лишен звания в 1950). Играл в тбилисских командах "Местран" - 1924-26, "Динамо" - 1927-33. Неоднократный чемпион Тбилиси, двукратный чемпион Закавказья. Играл в сборной Тбилиси - 1920 - 1933 и ЗСФСР - 1923 - 32ю 2-й призер чемпионата СССР 1931. 10 матчей, 5 голов в чемпионатах России и СССР среди сборных республик и городов. В сборной СССР провел 2 неофициальных матча (1931-32). В 1934-56 на руководящей работе в республиканском совете "Динамо", в министерствах внутренних дел Грузии и Абхазии. В 1935 - 1936 руководитель и тренер команды "Динамо" (Тбилиси), которая стала финалистом Кубка СССР и 3-м призером чемпионата 1936 (осень).
ესეც საინტერესოა: В 1935 - 1936 руководитель и тренер команды "Динамо" (Тбилиси). ეგ руководитель ზუსტად რას შეესაბამებოდა მაგ დროს? მწვრთნელობას რაც შეეხება,
ამ წყაროს ცნობით, ლიმბეკი მთავარი მწვრთნელი 36-ის ოქტომბრამდე (თუ ოქტომბრის ჩათვლით?) ყოფილა, ფაჩულია კი უბრალოდ მწვრთნელი. ოქტომბრიდან (თუ ოქტომბრის მერე?) ფაჩულია მთავარი მწვრთნელი გამხდარა მომდევნო სეზონამდე, როცა მაგ პოსტზე სოკოლოვი მოიყვანეს. ეს მართალია? ლიმბეკზე შენ ბევრი რამე იცი და გეცოდინება, მართლა 36-ის ოქტომბერში ჩამოაცილეს საქმეს თუ 37-ის თებერვალ-მარტამდე მანდ იყო (იმდროინდელი პრავდის სტატიები რომ დადე ადრე, იქედან მახსოვს).
Lukas & Nikos Mamaთქვენც გიწერიათ ყაფლანის გვერდზე, 36-ში "დინამოს" ჭიჭიკო ფაჩულია მართავდაო. ეგ ზუსტად რა თანამდებობა იყო, ხომ არ იცით?
1904-ში იყო დაბადებული თუ 1902-ში?
აი კიდევ სხვა ლინკები ფაჩულიას შესახებ.
http://www.parliament.ge/files/sxdomebi/19...p/pachulia.doc:"ამხ. გრიგოლ ფაჩულია დაიბადა 1904 წელს, ქ. ბათუმში. 15 წლიდან ის მუშაობს ბათუმის სხვადასხვა დაწესებულებებსა და საწარმოებში _ პიტოევის ქარხანაში, ნავსადგურში, სახანძრო რაზმში, გაზეთის რედაქციაში.
ბათუმში წითელი არმიის შესვლისთანავე, ამხ. ფაჩულია მოხალისედ ჩაეწერა არმიის რიგებში. 1926 წლიდან ამხ. ფაჩულია განუწყვეტლად მუშაობს გაერთიანებული სახლმწიფო პოლიტსამმართველო _ შინსახკომის ორგანოებში. ამხ. ფაჩულია კომკავშირის რიგებში მიიღეს 1923 წელს. ის არის საკ.კ.პ. (ბ) წევრი. 1937 წელს სსრკ მთავრობის დავალებათა სამაგალითოდ შესრულებისათვის, ამხ. ფაჩულია დაჯილდოვებულ იქნა წითელი ვარსკვლავის ორდენით.
ამხ. გრიგოლ ალექსის ძე ფაჩულია მუდამ ერთგულად იბრძოდა და იბრძვის ლენინ-სტალინის პარტიის დიადი საქმისათვის, ხალხის მტრების მხილებისა და განადგურებისათვის.
აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად, ამხ. გრიგოლ ფაჩულია დასახელდა სოხუმის საკონდიტრო და ლუფის ფაბრიკების, შავი ზღვის რკინიგზის, სოხუმჰესის, სოხუმის ბანსადგურის და ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს მუშების, ინჟინერ-ტექნიკოსებისა და მოსამსახურეების წინასაარჩევნო კრებებმა. ხოლო კოლმეურნეობების _ "გიგანტის", "ახალი ცხოვრების", სტახანოვის სახელობის და გალის რაიონის მთელ რიგ სხვა კოლმეურნეობების კოლმეურნეთა წინასაარჩევნო კრებებზე ამხ. გრიგოლ ფაჩულია დასახელებულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად."
http://dinamobatumi.ge/?action=istoria:"აჭარის ფეხბურთის მატიანეს ქმნიდნენ ცნობილი ოსტატები:გრიგოლ ფაჩულია,საშა ელიავა,ბორის ფროლოვი,კუკო ფეხლევანიდი,მიხეილ მინაევი,იბრაგიმ სარჯველაძე,ანზორ კავაზაშვილი, გენო მენაბდე,გური ჩავლეიშვილი,რეზო ძნელაძე,როინ კვასხვაძე,ანზორ კვაჭაძე,ნოდარ ქინქლაძე,ნოდარ ხიზანიშვილი,ბონდო გიორგაძე,რევაზ ჩელებაძე,ვახტანგ ქორიძე და მრავალი სხვა"
http://www.open.ge/index.php?y=2010&art=20895:"თვალწინ დამიდგა დიდი მწვრთნელების სახე, ისეთი პიროვნებებისა, როგორებიც იყვნენ: გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, არჩილ კიკნაძე, ჭიჭიკო ფაჩულია..."
Judas Iscariot