აქ დინამოს ოქმებზეა საუბარი...
1995 თუ 1996 წელს ოთარ ანანოვმა მომცა თავის არქივი, იცით ალბათ ეს კაცი
- დინამოს სტადიონზე მუშაობდა წლების მანძილზე და ყველა თამაშის სტატისტიკურ
მონაცემებს იწერდა. მის ჩანაწერებში 1936-1989 წლების ოქმები იყო.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად სანდოა, მაგრამ გათვალისწინება სხვა
წყაროებთან შედარებისთვის, ვფიქრობ, ღირს.
* * *
პ.ს. მაქვს თბილისის დინამოს ყველა საერთაშორისო თამაშის ოქმები (ევროთასები+ამხანაგურები)
1936-1989 წლების მონაცემების ძირითადი ნაწილი აკოფოვის წიგნიდან ავიღე
(დროგამოშვებით სხვადასხვა წტაროებს ვადარებდი), 1990 და შემდგომი პერიოდი კი უკვე უშუალოდ გუნდის
მწვრთნელების და თანაშემწეების ჩანაწერებიდან მაქვს აღებული.
განსაკუთრებით რთული იყო 1991-1993 წლების მასალების მოძიება: დინამოს რამდენიმე ექს-ფეხბურთელი დამეხმარა,
ზოგმაც უცხოეთიდან ჩამოტანილი გაზეთების დახმარებით დამადგენინა საჭირო ინფორმაციები.
ჩემი მონაცემებით, სულ ბოლო, ახლახანს ესპანეთში იანგ ბოიზთან 1:3 წაგებული მატჩი დინამოს
საერთაშორისო მატჩების ჩამონათვალში რიგით 694-ეა. თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია გაქვთ,
გამიხარდება შედარების საშუალება თუ გვექნება
- აქეთ ერთი ჩემი მეგობარი მოდის და ვითომ, ჩვენ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ... (c) ”გიორგობისთვე”
- პანიკას არ აყვეთ, ბატონო ვასო! (c) ”ცისფერი მთები”
- ვოეე, ჯულიო, შე ჩემა! (c) ”სამოსელი პირველი”