1968 წლამდე ოლიმპიადაზე გამოჰყავდა გაყოფილ გერმანიას,
1992 წელს კი ბარსელონაში, დაშლილ საბჭოეთს
რაჭა ნეტა ვინ გაყო ან დაშალა 1963 წელს?
* * *
@ ქალაქური "ფუთბოლი" 100 წლისაა!, = 2011 წლის 3 ნოემბერს
რომ არ ჩაითქას მივიწყეის მორევში, აქაც იყოს

დღიურმა გაწამაწიამ ლამისაა დაგვავიწყოს იუბილეები. არადა, 2011 წლის 3 ნოემბერს 100 წელი სრულდება პირველი ქალაქური "ფუთბოლიდან, 2012 წლის 8 აპრილს პირველი საერთაშორისო მატჩიდან საუკუნე გამოხდება, 9 ოქტომბერს კი თბილისის პირველობის დაწესების 100 წლის თავია.
http://qaflan.netai.net/2011/LB/02_CHIBL6-1911.htm>>> R1517GEO [ARA] Anti-Russian Army Unit @ 4 Nov 2011, 22:30 #28164300
სოფლური ფეხბურთი რამდენისაა ხომ არ იცით? vis.gif
>>> შევარდენი1906 Super Crazy Member @ გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 00:07 #28165956
ჩემი ნიკი? შევარდენი1906 ?? შევარდენი-1906 იყო საქართველოს საფეხბურთო კლუბი, თამაშობდა უმაღლეს ლიგაში 1996 წლამდე, შემდეგ შეუერთდა პირველი ლიგის თბილისის უნივერსიტეტს, რომელმაც შემდეგ სახელი გადაირქვა – თსუ თბილისი.
კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის ჩეხ საზოგადოებრივ მოღვაწესა და პედაგოგს იაროსლავ იოსების-ძე სვატოშს (Jaroslav Svatoš ). XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება სოკოლიდან საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია სოკოლი. 1906 წლიდან შევარდენი. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელოდნენ ა.ლუკეში, ი.ნოვაკი, გ. ეგნატაშვილი.
კლუბი შევარდენი (ტფილისი) ჩამოყალიბდა 1906 წელს. 1911 წლის 23 ოქტომბერს შევარდნელებმა გამართეს თამაში სხვადასხვა სპორტული წრეებისგან გაერთიანებულ ნაკრებ გუნდთან და იმარჯვეს 1:0. 1986 წლამდე მონაწილეობდა ლოკალურ შეჯიბრებებში, ხოლო 1987 წელს გუნდმა ითამაშა სსრკ-ს პირველობაზე, II ლიგის IX ზონაში. 1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და მას ოფიციალურად ეწოდა შევარდენი 1906 (Shevardeni 1906). ამავე წელს გუნდმა იასპარეზა საქართველოს პირველ ჩემპიონატზე.
>>> GRIZLY07 Super Crazy Member @ 5 Nov 2011, 00:11 #28166042
შევარდენი1906 = ბოლოსკენ თუ არ ვცდები ქიტიაშვილი პრეზიდენტობდა
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 6 Nov 2011, 20:58