პირველ ლიგას დაუზამთრდა
13.11.2011 17:50
ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელთა მორიგ, მე-13 ტურში, მეტეოროლოგიური პირობების გამო, 3 მატჩი გადაიდო. თოვლის სახით მოსულმა ნალექმა, ჭიათურასა და საჩხერეში, შესაბამისად, “მესხეთისა” და “აეტის” სტუმრობა შეუძლებელი გახადა. რაც შეეხება ლანჩხუთში, ადგილობრივ “გურიასა” და ვანის “სულორს” შორის გასამართ შეხვედრას, იგი, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის წვიმიან ამინდში ფეხბურთის სათამაშოდ გამოუსადეგარობის გამო, გადაიდო. როგორც სფფ-ში გვითხრეს, გურიაში მოწვიმა და იქაურ სტადიონზე ტრადიციული გუბეები დადგა. შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება, თამაშის ჩატარების ადგილზე მისულმა მსაჯებმა და მატჩის დელეგატმა ერთობლივად მიიღეს.
გადადების საფრთხე შეექმნა ტყიბულში ჩასატარებელ მატჩსაც. ადგილობრივ “მეშახტეს”, “ა” ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერისთვის - ბათუმის “დინამოსთვის” უნდა ემასპინძლა. ზემო იმერეთში უამინდობის გამო, მხარეები შეთანხმდნენ და პირველი წრის მსგავსად, ეს შეხვედრაც ბათუმში გაიმართა. “დინამომ” 3:1 მოიგო და მის მდევარ “მერცხალს” 6 ქულით გაუსწრო. ოზურგეთელები, ბევრისათვის მოულოდნელად, ხობში, ერთ-ერთ აუტსაიდერ “კოლხეთთან” დაპირისპრებაში 0:1 დამარცხდნენ.
ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით თბილისის “ლოკომოტივმა”. “რკინიგზელებმა” 9 ნოემბერს გამართულ V ტურის გამოტოვებულ მატჩში, 5:2 სძლიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს, დღეს კი, საგურამოში, ხარაგაულის “ჩხერიმელას” უმასპინძლეს და 5:1 მოუგეს.
ჩემპიონატში პირველად იმარჯვა “სამტრედიამ”. გია ბენდელიანის გაწვრთნილმა იმერლებმა სტუ-ს უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს.
მორიგი, XIV ტურის შეხვედრები 18 და 19 ნოემბერს გაიმართება. თუ საქმეში კვლავ უამინდობა არ ჩაერია, ცენტრალური მატჩი ოზურგეთში უნდა ჩატარდეს. აქაურ მუნიციპალურ სტადიონზე, ხარიტონ ჩხატარაშვილის გაწვრთნილი “მერცხალი” “ჭიათურას” დაუპირისპირდება.
“ა” ჯგუფი. 13 ნოემბერი
“სამტრედია” - სტუ (თბილისი) 4:2 (პირველი წრე 1:2)
“ლოკომოტივი” (თბილისი) - “ჩხერიმელა” (ხარაგაული) 5:1 (0:1)
“კოლხეთი” (ხობი) - “მერცხალი” (ოზურგეთი) 1:0 (1:3)
“მეშახტე” (ტყიბული) - “დინამო” (ბათუმი) 1:3 (0:1)
“ჭიათურა” - “მესხეთი” (ახალციხე) გადაიდო
1 დინამო (ბთ) 13 10 2 1 21-7 32
2 მერცხალი 13 8 2 3 18-12 26
3 ჭიათურა 12 7 3 2 18-9 24
4 ჩხერიმელა 13 5 3 5 16-20 18
5 სტუ 13 5 2 6 24-29 17
6 ლოკომოტივი 12 4 3 5 20-18 15
7 მესხეთი 12 4 2 6 11-12 14
8 კოლხეთი (ხ) 13 3 4 6 10-14 13
9 მეშახტე 13 2 3 8 12-19 9
10 სამტრედია 12 1 4 7 10-20 7
“ბ” ჯგუფი. 12 ნოემბერი
“ადელი” (ბათუმი) - “ზოოვეტი” (თბილისი) 3:2 (1:2)
“ნორჩი დინამო” (თბილისი) - “იმერეთი” (ხონი) 1:4 (1:0)
“სამგურალი” (წყალტუბო) - “სქური” (წალენჯიხა) 4:1 (1:1)
“გურია” (ლანჩხუთი) - “სულორი” (ვანი) გადაიდო
“ჩიხურა” (საჩხერე) - “აეტი” (სოხუმი) გადაიდო
1 ჩიხურა 12 11 1 0 30-2 34
2 გურია 12 9 2 1 32-8 29
3 იმერეთი 13 7 1 5 24-17 22
4 ნ. დინამო 13 6 1 6 23-17 19
5 ზოოვეტი 13 6 1 6 17-24 19
6 სამგურალი 13 5 4 4 19-13 19
7 სქური 13 5 2 6 17-21 17
8 ადელი 13 3 1 9 13-26 10
9 სულორი 12 2 2 8 5-27 8
10 აეტი 12 1 1 10 5-30 4
ფრიდონ კერვალიშვილი
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=27567&lang=1