ესეიგი სასტავი ყველანაირი ჭორები გიორგი მეგრელაძის შესახებ არ არის სიმართლე ის ოზურგეთშია და 3 თვე ითამაშებს ჩვენთან!!! ხოლო თუ მერცხალი უმაღლესში გადავა ის თავის მშობლიურ კლუბს კარგა ხნით დაუბრუნდება

ოზურგეთის "მერცხალის" რიგებში პლეიოფის თამაშებს ქუთაისის `ტორპედოს~ ყოფილი ფეხბურთელი, 33 წლის თავდამსხმელი გია მეგრელიძე ჩაატარებს, გია მეგრელიძე ოზურგეთის "მერცხალის" ფეხბურთელისა და მწვრთნელის აწ გარდაცვლილი მერაბ მეგრელიძის შვილია. გია, "მერცხალის" უმაღლეს ლიგაში მოხვედრის შანსებზე საუბრობს და ამბობს, რომ მეტოქე გუნდებიდან გამომდინარე "მერცხალის" უმაღლეს ლიგაში მოხვდრა რეალურია.
_ ფეხბურთის თამაში 15 წლის ასაკში წყალტუბოს სამგურალიდან დავიწყე, შემდეგ 16 წლის ასაკში ოზურგეთის `მერცხალში~ ვთამაშობდი, 17 წლიდან უკვე ტორპედოში გადავედი, ტორპედოს შემდეგ გერმანიაში, რუსეთში, ყაზახეთში, სამი წელი საბერძნეთში, ბოლოს კი უზბეკეთში ვიყავი.
_ თქვენი მამა ბატონი მერაბი მეგრელიძე ოზურგეთის `მერცხალის~ მთავარი მწვრთნელი იყო, როგორი განცდა დაგეუფლათ როცა მშობლიურ გუნდს დაუბრუნდით?
_ 16 წლის ასაკში, როცა ოზურგეთის `მერცხალში~ მოვედი ბატონი ხარიტონ ჩხატარაშვილი იყო მწვრთნელი, უდიდესი პატივისცემა მაკავშირებს ამ პიროვნებასთან, მამასთან ერთად ყოველთვის `მერცხალის~ გულშემატკივარი ვიყავი, ამ გუნდში ავიდგი ფეხი და მიხარია, რომ ისევ `მერცხალში~ ვარ. აქ უცხო არავინ არაა ჩემთვის, გამომდინარე აქედან არ გამჭირვებია გუნდში მოსვლა. ფეხბურთელებს ყველას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს ოზურგეთის `მერცხალს~.
_ რამდენ ხანს დარჩები `მერცხალში~?
_ პლეიოფის თამაშებს ვითამაშებ ანუ სამი თვე აქ ვიქნები, მერე ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები, ჩემი დიდი სუვილი იყო, რომ ეს სამი თვე მეთამაშა ოზურგეთის `მერცხალში~ და რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ და დავეხმარები კლუბს.
_ `მერცხალის~ უმაღლეს ლიგაში მოხვედრის შანსს როგორ ხედავ?
_ რომ გადავხედოთ უმაღლესი ლიგის გუნდებს, შეგვიძლია ვთქვათ რომ `მერცხალს~ უმაღლეს ლიგაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს და ბრძოლა შეიძლება, პირველი ლიგის გუნდებს საჩხერესა და ლანჩხუთს ისე არ ვიცნობ, რომ მაგათზე ვილაპარაკო. ნელ-ნელა ფორმაში შევალთ და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ.
_ `მერცხალის~ თამაშებს თუ იცნობ და როგორ შეაფასებდი?
_ სიმართლე გითხრათ გუნდის თამაში არ მინახია, ხარაგაულთან შეხვედრის პირველ ტაიმს ვუყურე ქუთაისში და ვიცი ახალგაზრდული გუნდია ყავდათ ხარაგაულთან ჩამოყვანილი. ნორმალური თამაში იყო.
_ `მერცხალის~ უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემთხვევაში გუნდში დარჩებით?
_ ღმერთმა ქნას გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდეს და ამაზე შემდეგ ვიფიქრებ, ვნახოთ რა როგორ იქნება, მთავარია ჩემი სურვილით დღეს ოზურგეთის `მერცხალში~ ვარ და ამ ბიჭებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთYიმისათვის უმაღლეს ლიგაში მოხვდეთ.
_ გია, ბოლოს `ტორპედოში~ თამაშობდი, როდის და რატომ წამოხვედი გუნდიდან?
_ პირველი იანვრიდან წამოვედი `ტორპედოდან~, ახალგაზრდულ გუნდს აკეთებენ და მშვიდობიანად დავცილდით ერთმანეთს. მომავალზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, გამომდინარე აქედან ხუთი ფეხბურთელი გამოგვიშვეს. მთელი შემი კარიერა `ტორპედოს~ მიუძღვენი და ადვილი არ იყო გუდიდან წამოსვლა, გული დამწყდა რათქმაუნდა, ქუთაისში რომ გოლები მაქვს გატანილი იმდენი არსად არ გამიტანია. მაგრამ, ფეხბურთია ეს და რას ვიზამთ.