http://worldsport.ge/Read.aspx?news=33210&lang=1ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრები შაბათს დილით ჩამოფრინდა საქართველოში და საღამოს 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყო "დინამოს" დიღმის ბაზაზე ვარჯიში. იუველირული სიზუსტის პასები, სწრაფი გადაადგილებები, მინიმუმამდე დაყვანილი ხარვეზები – სანტი დენიას გაწვრთნილები ბურთს, როგორც იტყვიან, ამღერებდნენ.
ვარჯიშს "დინამოს" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელებმა და კლუბის აკადემიის ესპანელმა ხელმძღვანელმა ანდრეს კარასკომაც უყურეს. იქ იყო გოჩა ჯამარაულიც, რომელიც აღტაცებას ვერ ფარავდა ესპანელი ჭაბუკებით.
"ნეტავ, ჯერ არ დამთავრდეს. რა მაგრები არიან... არა, რა, ამათი ყურება არ მომწყინდება" – ამბობდა ჯამარაული, რომელიც თავის მხრივ, სწორედ ტექნიკური და რბილი თამაშის მანერით გამოირჩეოდა.
შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ უბრალოდ, თვალის დახამხამებაში აკეთებდნენ "კვადრატისას" პასებს 16-17 წლის ჭაბუკები. ამას ფლანგურ შეტევებსა და ჩაწოდებებში ვარჯიში მოჰყვა, შემდეგ კი იყო ნახევარ მოედანზე ორკარა.
"თვალები არ აგიჭრელდა? ნახე, როგორ გადააქვთ ბურთი ერთიდან მეორე მხარეს" – ეუბნებოდნენ ქართველი მწვრთნელები ერთმანეთს.
ესპანელებს ახლავთ ცნობილი მწვრთნელი ხინეს მელენდესი, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდული ნაკრებების კურატორია. ბევრისთვის სიახლე არაა, რომ ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთ სათამაშო მოდელში, დელ ბოსკეს გუნდის იდენტურად თამაშობს. შესაბამისად, ახალგაზრდებს ზედა ასაკის ნაკრებში დაწინაურებისას დისკომფორტი და ადაპტაცია არ ემუქრებათ.
ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა...
შეხსენებისთვის, საქართველო-ესპანეთის 17-წლამდელთა მატჩი 26 მარტს 14:00 საათზე დაიწყება "მიხეილ მესხზე". საქართველო, ესპანეთი, ინგლისი, უკრაინა – ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გადის ფინალურ ეტაპზე.
დღეს ბიჭებს ვუყურე
თითქოს მანდრაჟიანები თამასობდნენ
არადა,ესპანეთის თავის ხელებს ეთამაშნენ
რა გუნდი ეგ იყო ?ევროპული დონის,ჩენზე კარგი
მარა
17 წლის ბავშვების თამაშამდე,ამ სტატიას რო დაწერ....
და დღეს ვნახე თამასი ესპანეთი,სტატიიდან გამომდინარე ვინცხა უცხოპლანეტელებს ველოდი....
კარგი რა
მაგრად გამიტყდა,იმის მაგივრად ბიჭები გაამხნევო რამე
რა დაინახაეთ ასეთი ამ ვარჯიშზე ?
რამე განსაკუთრებული გუნდი ნახე მოედანზე ?
ტეხავს პროსტა
ამას რო კითხულობს 16 წლის ბიჭი,ცოტა დამანდრაჟდება აბა რა იქნება
დედას ვუტირებდით დღეს იმ გუნდს,ფიზიკური მომზადება და ცოტა მეტი ჯიგარი რო გვქონოდა,რატო უნდა მესინოდეს ესპანეთის ?
ეგეტები წერეთ ჟურნალისტებმა და მერე შედეგი ითხოვეტ...
ვალენსია....
This post has been edited by Bebbera on 26 Mar 2012, 23:29
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება@სააკაშვილი