ბოლო დღეებში ცოტა გამოფხიზლდნენ ჩვენი კლუბები და დაიწყეს ლეგიონერთა დამატებები, რამაც ცოტა გამოასწორა სტატისტიკა, მაგრამ მთლიანობაში მაინც უკეთესის სურვილს ტოვებს. ჩვენს 10-გუნდიან ეროვნულ ლიგაში 36-ლეგიონერია (მათში 2-3-ქართველი უცხო პასპორტით), რაც ფეხბურთელთა საერთო რაოდენობის 14.6%-ია. სასურველი იქნება რომ მინიმუმ 20% მაინც იყოს ლეგიონერთა წილი ჩვენს ჩემპიონატში.
შევადაროთ სხვა ლიგებს, რომელთაგანაც არცერთი არ არის ტოპ ლიგა, სპეციალურად შევარჩიე ეს ქვეყნები:
ლუქსემბურგის 14-გუნდიან უმაღლესში 212-ლეგიონერია (52.7%)
ლიტვის 8-გუნდიან ა-ლიგაში 88 ლეგიონერია (43.1%)
მალტის 14-გუნდიან პრემიერლიგაში 123-ლეგიონერია (33.8%)
ყაზახეთის 12-გუნდიან პრემიერლიგაში 112-ლეგიონერია (33.5%)
უელსის 12-გუნდიან პრემიერლიგაში 91-ლეგიონერია (32.4%)
ბელარუსიის 16-გუნდიან უმაღლესში 97-ლეგიონერია (28%)
ლატვიის 8-გუნდიან ვირსლიგაში 46-ლეგიონერია (26%)
ისლანდიის 12-გუნდიან პეპსილიგაში 71-ლეგიონერია (24.5%)
აზერბაიჯანის 8-კლუბში 51-ლეგიონერია, რაც საერთო ფეხბურთელთა რაოდენობის 23.7%-ია
ბოსნიის 12-გუნდიან პრემიერლიგაში 70-ლეგიონერია (23.3%)
მაკედონიის 10-გუნდიან ჩემპიონატში 46-ლეგიონერია (21%)
მოლდოვის 10-გუნდიან ნაციონალ ლიგაში 57-ლეგიონერია (19.3%)
სომხეთის 6-გუნდიან უმაღლეს ლიგაში 32-ლეგიონერია, რაც საერთო რაოდენობის 19.2%-ია
ალბანეთის 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაში 50-ლეგოონერია, რაც საერთო რაოდენობის 17.2%-ია
ეს კი ქვეყნები ვისაც ბოლო დღეებში გავასწარით ამ მაჩვენებლით:
ესტონეთის 10-გუნდიან პრემიუმ ლიგაში 31 ლეგიონერია (14.1%)
მონტენეგროს 10-გუნდიან უმაღლესში 36-ლეგიონერია (13.9%)
ფარერების 10-გუნდიან უმაღლესში მხოლოდ 25-ლეგიონერია (10% საერთო რაოდენობის)
მიმაგრებული სურათი