გორის “დილაში” ოთხი განელი ფეხბურთელი ჩამოვიდა. ისინი თემურ მახარაძის გუნდში გაისინჯებიან და გამოჩნდება, დარჩებიან თუ არა გუნდში. საინტერესო გზავნილია: მართალია, ეს ფეხბურთელები CV-ით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ზოგადად, განა აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტალანტების მოძიების მხრივ.
წინასწარი ცნობით, “დილაში” ორი აფრიკელი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ოთხნი არიან. კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ “მსოფლიო სპორტს” მათი სახელ-გვარები გვაცნობა. ინტერნეტის საშუალებით კი მათზე ინფორმაცია მოვიძიეთ.
რაფიკ ანდერსონი (1991 , გარემარბი). 179 სმ, 70 კგ. თამაშობდა: “რედ ლობსტერი”, “მიდტიულანდის აკადემია” (ორივე – განა), “სპორტიფ სფაჩიენი” (ტუნისი). ბოლო კლუბი – “სპორტიფ ჰამამი” (ტუნისი).
ანდერსონი მარჯვენა ფეხით თამაშობს და ორივე ფლანგიდან შეუძლია შეტევა. ერთიც, შარშან მაისში ეს ფეხბურთელი ბელგრადის “პარტიზანში” გახლდათ, თუმცა მხოლოდ გასინჯვაზე. უთამაშია განის 17 და 20-წლამდელთა ნაკრებებში.
კარლოს კოფი (1991, ცენტრალური მცველი). 182 სმ, 77 კგ. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ კლუბში, განის “ედუბიასში” უთამაშია. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზეა.
სეიდუ ბანსი (1990, თავდამსხმელი). 180 სმ, 76 კგ. თამაშობს “ედუბიასში” და განის ჩემპიონატის გასული სეზონის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ
კვეკუ ანდო (1990, ცენტრალური მცველი). 178 სმ, 70 კგ. ბოლოს თამაშობდა განის ჩემპიონატის ლიდერ “ჩელსიში”. სახელმა არ გაგაკვირვოთ, ასე ჰქვია სრულად – “ბერეკუმ ჩელსი”. მანამდე იყო “ჰართს ოფ ლიონში” (ესეც განის კლუბია). შეუძლია როგორც ცენტრალურ, ასევე მარჯვენა მცველად თამაში.
როგორც უკვე ვწერდით, “დილა” 24 იანვარს ანთალიაში გაემგზავრება შეკრებაზე და იქ სამ სერბ ლეგიონერს ელიან.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=30188&lang=1ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ მეორე ეტაპზე გორის დილაში მინიმუმ 3-4-უცხოელი ფეხბურთელი იასპარეზებს.