[VIDEO] ლიონელი ბარსელონიდან: გაიცანით თელავის კამერუნელი ლეგიონერი
http://lelo.ge/article/%E1%83%99%E1%83%90%...LLOlBz__05DmVL8როგორც საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ოფიციალური ფეისბუკ გვერდი იტყობინება, გუნდს ახალი ლეგიონერი ჰყავს - 23 წლის კამერუნელი ლიონელ ენგუენე.
ენგუენე 1996 წლის 7 იანვარს კამერუნის ქალაქ ბერტუაში დაიბადა. იგი ამპლუით ნახევარმცველია. ლიონელმა ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, საიდანაც კატალონიაში გადაბარგდა და 2007-15 წლებში "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა.
2015-16 წლების საფეხბურთო სეზონში "ბარსელონა B"-ში 12 მატჩი ჩაატარა, 2016 წლის იანვარში კი, იჯარის წესით, თურქულ "ანთალიასფორში" გადავიდა და მის შემადგენლობაში 6 მატჩი გამართა.
2016/17 წლების სეზონისთვის "ბარსელონამ" ენგუენე იმხანად მესამე დივიზიონის კლუბ "ლუგოში" გაანათხოვრა, 2017-ის იანვარში კი პორტუგალიურ "ლეიშოეშში" გადავიდა და 2 მატჩი ჩაატარა.
ლიონელ ენგუენეს 3 მატჩი კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.
კამერუნელს "ბარსელონას" შემადგენლობაში 2013/14 წლების სეზონში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.
ენგუენე "თელავში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.