25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ იმერული კლუბი თავისი ვებგვერდით იტყობინება.
შიშკა გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" თამაშობდა და ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
სეზონის დაწყების წინ "სამტრედიამ" აგრეთვე თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელები: გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე და სტეფან სიკაჩი დაიმატა.
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/...i-gadavida.htmlლეგიონერების რაოდენობით ლიდერობს "სამტრედია", რომლის ღირსებას იცავენ ფეხბურთელები ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, სერბეთიდან, განიდან, გამბიიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.
ლიგის ერთადერთი გუნდი, სადაც უცხოელს ვერ ნახავთ, თბილისის "მერანია". სულ კი ეროვნულ ლიგაში 46 ლეგიონერია, რაც საერთო რაოდენობის 19,1 პროცენტია. ეს მაჩვენებელი წელს საგრძნობლად გაიზარდა.
ლეგიონერები
სამტრედია 9
დილა 8
დინამო (თბ) 7
დინამო (ბთ) 7
თელავი 5
საბურთალო 5
ტორპედო 3
ლოკომოტივი 1
ჩიხურა 1
მერანი 0
სულ 46
ამჟამად, საქართველოს ეროვნულ ლიგაში 23 ქვეყნის 46 ფეხბურთელი თამაშობს. უმრავლესობა ქვეყნებისა თითო მოთამაშითაა წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ლეგიონერი უკრაინიდანაა - 9 ფეხბურთელი.
ლეგიონერთა გეოგრაფია
უკრაინა - 9, ბრაზილია - 6, პორტუგალია, ნიგერია - 3, ჰოლანდია, სერბეთი, განა, ტოგო, ჩრდილოეთ მაკედონია, კენია - 2, ესპანეთი, სლოვაკეთი, ბოსნია, სენეგალი, მაროკო, კონგო, მალავი, მალი, გამბია, გვინეა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი - 1.
ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერები
ინკუმი (სამტრედია) 800,000
პერალესი (დინამო თბ) 700,000
ფლამარიონი (დინამო ბთ) 700,000
ობოაბონა (დინამო ბთ) 650,000
პერნამბუკო (დინამო თბ) 500,000
ივან ბობკო (ტორპედო) 450,000
რეინალდო (დინამო ბთ) 425,000
ვაგნერი (დინამო ბთ) 400,000
კოვტალიუკი (დილა) 400,000
მარკოვიჩი (ტორპედო) 350,000
პონომარი (ტორპედო) 350,000
ბენიო (დინამო თბ) 300,000
ეტუ (დილა) 300,000