"2009 წელს "ბაიაში" გასასინჯად ათამდე ზამბიელი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს და მათ შორის ჩისამბა აშკარად გამორჩეული იყო. თბილად მივიღეთ, ზუგდიდსა და საქართველოს უცებ გაუშინაურდა და მეგრულ-ქართული ლაპარაკიც ისწავლა. როცა მიდიოდა, თბილი და ცრემლიანი გაცილება მოვუწყვეთ. სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენთან ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. მწვრთნელებსინტერნეტკაზინო ლარივინი, ფეხბურთელებსა და ზუგდიდის მოსახლეობას ძალიან გვიყვარდა და ისიც იგივე გრძნობით გვპასუხობდა.
აფრიკის თასის ფინალს კი თითქმის მთელმა ზუგდიდმა უყურა და მატჩის შემდეგ სახელდახელო ზეიმიც მოვაწყვეთ. ჩისამბა შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია და კარიერასა და ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
ქომეთიანისგან ერთი საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - მცველი სტოფირა სუნზუ, რომელმაც ფინალში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, 2009 წელს "ბაიაში" ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ზუგდიდში ვეღარ დარჩა.თუკი საქართველოში ჩისამბას ნიჭი არ გამოჰპარვიათ და "ბაიამ" მის გაზრდაში გარკვეული წვლილი შეიტანა, მას ძალიან ცუდი ამბები გადახდა მეზობელ სომხეთში, სადაც დამკვიდრებას აქ ჩამოსვლამდე ცდილობდა.
მან სინჯებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა "პიუნიკის" სამწვრთნელო შტაბზე და თითქოს მისი დედაქალაქურ კლუბში ჩარიცხვა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევისას საკუთარ თავზე საინტერესო ამბები გაიგო - ერევნის ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა უთხრეს, რომ გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ფეხბურთსინტერნეტკაზინო ლარივინი ვერ ითამაშებდა. "პიუნიკმა" აფრიკელზე უარი თქვა. ჩისამბას მოსკოვში ურჩიეს გამოკვლევებზე წასვლა.
ლუნგუ მოსკოვიდან ერევანში ორ კვირაში დაბრუნდა, ხელთ კი მოსკოვის კარდიოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ცნობა ეპყრა, რომლის მიხედვითაც პროფესიული ფეხბურთისინტერნეტკაზინო ლარივინი თამაშში ხელს არაფერი უშლიდა. მაგრამ "პიუნიკში" ეს არ დაიჯერეს და მის აყვანაზე კვლავ უარი თქვეს. ჩისამბამ ერევნის მეორე კლუბში, "ბანანცში" სცადა დამკვიდრება, მაგრამ ერთკვირიანი სინჯების შემდეგ იქიდანაც გაუშვეს.
ამის შემდეგ ზამბიელმა კაპანს მიაშურა, მაგრამ არც იქაურ "განძასარში" მიიღეს, რადგან "ავტორიტეტული" სომეხი ექიმების მცდარი დასკვნა მტკიცედ დაიჯერეს. ჩისამბას "ავადმყოფობის" ამბავი მთელ სომხეთში გავარდა და დედაქალაქურმა "მიკამ" და "ულისმა" საერთოდ სინჯების გარეშე თქვეს მის სამსახურზე უარი.
ეეჰ ჩვენს კლუბებს რომ ჭკუა ჰქონდეთ რამდენი ხნის წინ გავიდოდით აფრიკულ ბაზარზე