საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტრანსფერი განახორციელა. ჩვენი კლუბის რიგებში ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი ფეხბურთელი, 19 წლის რენცო რადინა ჩაირიცხა, რომელიც ხორვატიისა და იტალიის მოქალაქეა. ამჯერად გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ცხოვრობს და პატარაობაში, ამ ქალაქის გუნდის ღირსებასაც იცავდა.
ბელგრადის „პარტიზანი“ ევროპაში საკმაოდ ცნობილი გუნდია და რენცო რადინა იქ გარკვეული პერიოდი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. რენცო ამპლუით ცენტრალური მცველია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტრანსფერი სააგენტო Prosport management international Ltd-ს დახმარებით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სააგენტო ჩვენს კლუბთან თანამშრომლობს და გუნდში მყოფი უცხოელი ფეხბურთელების უმეტესობა, სწორედ მისი დახმარებითაა მოწვეული. ქართული საფეხბურთო საზოგადოებისთვის, აგენტ მამუკა ამიროვის შესახებ კარგადაა ცნობილი.
რენცო რადინა თბილისს ჯერ კიდევ სექტემბერში ეწვია, თუმცა მისი ვიზიტი არ გახმაურებულა, ვინაიდან მას ჯერ გუნდის თავკაცისთვის ზვიად ჯელაძისთვის უნდა მოეწონებინა თავი და …
_ რენცო, რომელსაც ჩვენ ქართული სახელი რეზო შევარქვით, საკმაოდ ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელია და იმ ათი დღის მანძილზე, როდესაც მისი ვარჯიშზე დაკვირვების საშუალება მომეცა, კმაყოფილი დავრჩი და როდესაც კლუბის პრეზიდენტი, ბატონი ბესიკ ჩიხრაძე დამიკავშირდა და აზრი მკითხა, დადებითად დავახასიათე და მისი გუნდში დატოვების საკითხიც გადაწყდა.
მიმაჩნია, რომ რენცო რადინა ჩვენ გუნდს გააძლიერებს და უფრო მობილურს გახდის. საკმაოდ კომუნიკაბელური პიროვნებაა, ფეხბურთელებს დაუმეგობრდა და თავს კარგად გრძნობს, _ ამბობს გუნდის თავკაცი ზვიად ჯელაძე.
http://www.fcgagra.ge/site/ka/2012/10/17/g...