შსს-ს ორი ამერიკელი ლეგიონერი დაემატა – სმიტი და ბლერი
ტრეისი სმიტი და ლარი ბლერი – ისინი შსს-ის მორიგი ლეგიონერები არიან. ორივე მათგანი ამერიკელია და კლუბის პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ “მსოფლიო სპორტს” მათ შესახებ აცნობა.
23 წლის ტრეისი სმიტს ცენტრადაც შეუძლია თამაში და მძიმე ფორვარდადაც. ის NCAA-ს ლიგის “კაროლინაში” გახლდათ და კონფერენციის 10 საუკეთესო კალათბურთელს შორის შევიდა. თავის დროზე ტრეისი სმიტი აშშ-ის 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. 205 სანტიმეტრია და 117 კილოგრამს იწონის.
27 წლის ლარი ბლერი ამპლუით მსროლელია. იყო NCAA-ს გუნდებში, თუმცა შემდეგ ევროპაში “იმოგზაურა”: უნგრულ “კეშკემეტში”, ფინურ “კატაიასა” და ფრანგულ “დენეკში”. საფრანგეთში ბოლო 2 სეზონი გაატარა.
ფინეთში და საფრანგეთის ერთ-ერთი ქვედა ლიგის საუკეთესო მექულე გახლდათ (საშუალოდ 23,5) და საშუალოდ 4,5 მოხსნასა და 3 პასს აკეთებდა.
ეს ორი კალათბურთელი კვირიდან დაიწყებს შსს-ში ვარჯიშს. და კიდევ, შეხსენებისთვის, გუნდს დროებით არჩილ ჟღენტი გაწვრთნის.
კარგია, ნორმალურ ტრენერსაც თუ მოაყოლებენ უკვე მთლად 40 ქულით აღარ წააგებენ არმიასთან, იქნებ გაიბრძოლონ კიდეც

მგონი პლეი-ოფების დროს კიდევ უფრო მეტ ლეგიონერს ჩამოიყვანენ კლუბები