
"ქართულ ფეხბურთში შენი თამაში
ყველას მოგვწონდა და კარგად გვახსოვს,
შენს ერს ჭირდები და ამას გეტყვი
კვლავ დაუბრუნდი არენას მახო.
მე ვუერთდები ქომაგთა სურვილს
რომ დაუბრუნდე მოედანს ნაცნობს,
მალე იხილავთ ისევ ფორმაში
ახალი ჟინით "დირიჟორ" მახოს.
ისევ მოაწყობს ფინთების კასკადს
აღარ იქნება ამჯერად მცველი,
ნაკრებს, ტორპედოს გამოაფხიზლებს
უბერებელი ნახევარმცველი.
ქართველი ხალხი რომ გიყვარს ვიცით
კარგად გიცნობთ და ვიცით ვინა ხარ,
ჩვენ არ დაგტოვებთ არასდროს მარტო
რადგან ქომაგებს გულით გვიყვარხარ.
ეს ჩვენი თხოვნა არის ქართული
მეგობრული და თავაზიანი,
ვიტოვებ იმედს რომ მალე ვიტყვით
კვლავ დაგვიბრუნდა ასათიანი."