სამწუხაროდ ვერ დავრჩი ბოლომდე, მაგრამ რაც იყო არაუშავდა.
დათუნა-დიღმელა დააყენა და კიდევაც დაინახა შედეგი, ბურთი დავიჭირეთ და მონატრებული გააზრებული თამაში ვნახეთ, სადაც კომბინაციებიც იყო შიგადაშიგ. ნუ დათუნას გოლისთვის მადლობას ვუხდი ღმერთს, უჯიგრესი ადამიანია...
დაცვა მშვენიერია, ბაიანოს ვუყურებდი და მიხაროდა, უხდება ტორპედოს ფორმა ამ ადამიანს, კაპიტნის სამკლაურიც დახატავდა, ჩემი აზრით.
კუხიანიძის თამაში პირველად ვნახე და მომეწონა, პახოდუ ქუთაისელია, დამუშავება უნდა, დახვეწა, გამბედაობა და მოიკიდებს ძირითად გუნდში ფეხს.
მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, არ არის სიონი სუსტი გუნდი, საკმაოდ გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდა, იმ რესურსით რა რესურსიც აქვთ.
Snookeraფოტოები თუ გაქვს კიდე დადე რა ...