რაღაც ნაწილში გეთანხმები იქეთ ჯობია
მაგრამ აქ ბევრი ისეთი ფაქტორი შემოდის, რის გამოც ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რუსეთში, უკრაინაში, ყოფილ საბჭოეთში თამაშს არჩევს
არავის დაუწერია აქამდე მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში აქ "ჰომო სოვეტიკუსის" (საბჭოთა ადამიანის) მენტალიტეტის პრობლემაა
უმეტესობამ არ იცის უცხო ენა, ოჯახის წევრებმაც არ იციან ენა, ადაპტაციას ვერ გადიან იქაურ საზოგადოებაში, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და ა.შ
ბევრმა რუსულიც არ იცის რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს იქ გყავს კაცი , რომელიც "მამასავით გექცევა" (ქართველი ფეხბურთელების საყვარელი ფრაზაა არცერთი უცხოელი ვარსკვლავისგან ასეთი ფრაზა არ გამიგონია
ამ ყველაფერს გიგვარებს, ჩალიჩაა, კარგ ფულს გაშოვნინებს, კარგ კონტრაქტს გადებინებს გივლის ...

და ასე მარტივად აგრძელებ კარიერას და მეტი აღარ გინდა
იგივე მამუკა ჯუღელი, სავარაუდოდ ასეთი ტიპის კაცია, იცის რუსული ფეხბურთი და როგორ უნდა მოექცეს ქართველ ფეხბურთელებს
კიდე ერთი მომენტია რო ბევრ ქართველს აუცილებლად იქ უნდა სადაც ბევრი ქართველია ან ერთი ქართველი მაინცაა

ესეც გრუზინული მენტალიტეტია, ევროპაში ამას ვერასოდეს გაიგებენ
(მახსოვს შოთა ჩალიჩობდა მუდმივად რო აჩი მასთან ყოფილიყო და აგენტსაც და კლუბს სულ პრობლემები ჰქონდათ ამის გამო, თურქეთში "გაუგეს" მაინც აზიაა, ევროპაში აღარ გაუგეს

)
რუსეთში მაინც ცხოვრების ის წესია რაც ჩვენ წესთან ახლოს არის - ასე ითვლება, ანუ უფრო ადვილია ცხოვრება ამ გაგებით, ევროპაში ვერასოდეს გაიგებენ ვარჯიშის გაცდენას ან დაგვიანებას..აქ კიდე შეგიძლია ეს მოაგვარო

ან აგენტმა მოგიგვაროს, ცუდი თამაშის მერეც მოგიგვაროს

მწვრთნელს "დაელაპარაკოს" და ა.შ
შედეგად იღებ ტიპიურ რუსულ კარიერას - რუბინი-ანჟი-ვოლგა-კრასნოდარი- მერე იქნება ფაკელი-ნეფტეხიმიკი-ჟემჩუჟინა და ა.შ
ფეხბურთელის კარგი კარიერისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ფლობდე რამდენიმე უცხო ენას, იყო კომუნიკაბელური, აქტიური, შეგეძლოს აგენტთან ურთიერთობა ფინანსებში გარკვევა, ანუ იყო დამოუკიდებელი პიროვნება
მარტო ბურთის გორება აღარ არის ფეხბურთი, უკვე დიდი ხანია

და კიდე ერთი მომენტი საქართველოს პირობაზე უცებ კაი ფულს (20 ათას 50 ათას) რო იშოვი და აღარ გინდა მეტი, გგონია რო ყველაფერს მიაღწიე
აგერ ცხადაძე ასწავლის ამაზე ჭკუას აზერბაიაჯანელებს

თუმცა არც ქართველებს გვაქვს გაცილებით უკეთ საქმე
http://www.azerifootball.com/ru/7/news/8207.html This post has been edited by guriaaa on 9 Nov 2011, 14:00