ქართველი ფეხბურთელი, უკრაინული კლუბის "ოლექსანდრია"-სა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით თარგამაძე ქართველი ქომაგების იმედია. ’’ქართული სპორტის ქომაგები’’, მას უკრიანაში დავუკავშირდით და ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვით :
-დავით პირველ რიგში მოგესალმები,ფეხი როგორ გაქვს ტრავმა უკვე მოიშუშე?
-კი მოვიშუშე , ვარჯიშიც დავიწყე და წინა ტურში 30 წუთი ვითამაშე. იმედი მაქვს შემდეგ ტურში ორივე ტაიმს ვითამაშებ .
-როგორ გრძნობ თავს უკრაინაში ?
-ადვილად მივეჩვიე აქაურობას , ჩერმპიონატსაც და ცუდად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს .
-შენი გუნდი 'ოლექსანდრია' 16 ტურის შემდეგ 15 ადგილზეა. შენი აზრით რით არის ეს განპირობებული და აქვს თუ არა ამ გუნდს 1 ლიგაში დარჩენის პოტენციალი ?
-მართალი გითხრათ ბევრი ფეხბურთელი თუ არ დავიმატეთ ძალიან გაგვიჭირდება უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება , მაგრამ იმედი მაქვს ზამთრში გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება და შევძლებთ ცხრილის ზედა ნაწილში ადგილის დამკვიდრებას .
-შენ თუ გაქვს რაიმე კონკრეტული შემოთავაზება რომელიმე გუნდიდან ?
-არის შემოთავაზებები , მაგრამ არ მსურს წინასწარ ამ თემაზე საუბარი , რადგან შემდეგ ისე არ გამოდის ყველაფერი როგორც მე მსურს , თანაც ზამთრის შესვენებამდე დიდი დრო არ დარჩა და მალე გაირკვევა ჩემი ბედი და ის თუ სად გავარგძელებ კარიერას .
-მოდი წარსულში დავბრუნდეთ.რა მოგცა ’’ფრაიბურგში’’ გატარებულმა წლებმა?
-გერმანულ სკოლაში გატარებულმა 4 წელმა უდიდეს გამოცდილება მომცა როგორც საფეხბურთო , ასევე ცხოვრებისეული .
-ნაკრებზე გადავიდეთ,შენი აზრით რა შანსები გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და რა იქნება ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი ?
-ყველა ელოდება მომავალ ციკლს და აინტერესებს თუ როგორ ითამაშებს ნაკრები. დარწმუნებული ვარ იმაში , რომ თუ ყველა თავის საქმეს გავაკეთებთ დაწყებული ფებურთელებიდან დამთავრებული ფედერაციით , მივაღწევთ იმას რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება ნაკრებისგან .
-ალბათ რთული იქნება ამ ქვეჯგუფიდან გასვლა...
-ადვილი არაფერია თანამედროვე ფეხბურთში მითუმეტეს როცა ესპანეთი და საფრანგეთი გყავს ჯგუფში .
-როგორი ურთიერთობა გაქვს თემურ ქეცბაიასთან? და საერთოდ როგორი ატმოსფეროა შექმნილი ნაკრებში ?
-ყველას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მწვრთნელთან და ნაკრებშიც ძალიან კარგი გარემოა .
-რას ფიქრობ მოლდოვასთან მოახლოებულ მატჩზე ?
-იმედი მაქვს ის ბიჭები რომლებსაც ჯერ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშიათ , ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი , თანაც უკვე მოვიდა დრო შევწყვიტოთ წარუმატებელი სერია და ნელ-ნელა მოგებაც გაიხსენოთ .
-ბოლოს რას ეტყოდით „ქართული სპორტის ქომაგებს“ რომლებიც შედეგის მიუხედავად ყველა მატჩში მხურვალედ გიჭერენ მხარს ?
-დიდი მადლობა იმ ხალხს რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოს ნაკრებზე და წაგების მიუხედავათ მხრას გვიჭერს , გპირდებით რომ ყველაფერს გავაკეთებთ ქართველის ხალხის გასახარებლად , კიდევ ერთხელ დიდი მადლობა .
სპეციალურად “ქართული სპორტის ქომაგები“-ისთვის ირაკლი აბაშიძე და ზუკა რუხაძე .
http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi * * *

http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi