ამერ-იმერის საჩემპიონო დუელი
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=28055&lang=127.11, 18:00. ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”. “ზესტაფონი” - “დინამო” (თბილისი) (2:2)
დისკვალიფიცირებული: ალექს ბენაშვილი (ზესტაფონი).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება; თ. გვანცელაძე.
შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში, ”ზესტაფონმა” 2 ქულა დაკარგა, ”დინამომ” კი ქულა მოიპოვა. 61-ე წუთისთვის იმერლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეტოქედ ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგე რომ ჰყავდათ, არბიტრ ლევან კვარაცხელიას მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. ამ მომენტისთვის, ესპანელმა ჩისკომ დუბლი შეასრულა და თბილისელებს ქულა გადაურჩინა.
მას შემდეგ, ”დინამომ” მეტი ქულა დაკარგა, ვიდრე ”ზესტაფონმა”. შესაბამისად გამოიყურება მიმდინარე ცხრილიც, სადაც იმერელთა უპირატესობა სამ ქულას აღწევს. კიდევ უფრო მეტი სხვაობაა მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით შედგენილ 8-გუნდიან ცხრილში, მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ. შესაბამისად, ალექს გარსიას შეგირდებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო მეტოქესთან მართებთ ბალანსის გამოსწორება.
2004 წლიდან (აქედან იღებს სათავეს ს/კ ”ზესტაფონის” ისტორია), ამ გუნდებს შორის 22 საჩემპიონატო შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 6-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 11-ჯერ დედაქალაქელებმა (ბურთების სხვაობა 28:16 ”დინამოს” სასარგებლოდ). რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატების დაწყებიდან (1990) ზესტაფონურ გუნდებსა (”მარგვეთი”, ”მეტალურგი”, ”ზესტაფონი”) და ”დინამოს” (თავიდან გუნდს ”იბერია” ერქვა) შორის გამართულ მატჩებს, მათი რიცხვი 42-ს უტოლდება. თბილისელებმა 26 მოიგეს, ზესტაფონელებმა - 8 (ბურთების სხვაობა 107:31).
ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველ არხზე” გადაიცემა.
-------------------------------------------------
ლევან შარიქაძე:
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-atsvalebs.html- მართალია, რომ "ზესტაფონი" გიწვევს?
- უცხოეთზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი.
westbrook-0რატომ გგონია რომ ლეგია (ან მითუმეტეს ლოკერენი) ნიკას მსურველთა სიაში ლიდერია ან ფავორითი, ინგლისური პრემიერლიგიდან ინტერესდებიან იქნებ და გერმანული ბუნდესლიგის გუნდებიც არ უარობენ იქნებ მაგ პერსონას.
თუმცა, წავა ჩვენი ნიკა თუ არა სადმე, სულაც არაა ჯერ გადაწყვეტილი ...
This post has been edited by sergo_38_fcz on 26 Nov 2011, 22:20