კოლხეთი-სპარტაკი 1:0 - დიდი რვიანის საზღვართან დიდი გაწევ-გამოწევაა
12:35 19-12-2011
ქუთაისი. ცენტრალური. 100 მაყურებელი.
კოლხეთი-სპარტაკი 1:0
1:0 მეგრელიშვილი (61)
კოლხეთი სპარტაკი
4-4-1-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი ძაგანია
ცხვიტარია თიბილაშვილი
ლომაშვილი ტეტუნაშვილი
ინწკირველი ბოიომო
მეგრელიშვილი მერეჩკო
პ. დათუნაიშვილი ვ. კილასონია
ქებაძე შონია
ცხადაია შალამბერიძე
მდივნიშვილი ჯიქია
გვალია შარაშენიძე
ციცხვაია მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
დ. მახარაძე ვ. ხაჩიძე
კოლხეთი
46. მდივნიშვილი - ლემონჯავა
90. ციცხვაია - გულუა
სათადარიგოები: ნადირაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია, შავგულიძე, წიქარიშვილი
სპარტაკი
46.კილასონია - მამუჩიშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, ბურძენაძე, დეკანოიძე, ლობჯანიძე, ნარიმანიძე, მამასახლისი
გაფრთხილება: პ. დათუნაიშვილი (59), ქებაძე (87)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი
ორივე გუნდი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის და ქუთაისურ მატჩს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრას "სპარტაკი" უკეთესი სატურნირო მდგომარეობით ხვედებოდა და მოგების შემთხვევაში 8 საუკეთესოს შორის მოხვედრის შანსებს გაიმყარებდა, ფოთელებს კი, თუ უშუალო კონკურენტებთან გატოლსწორება სურდათ, აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლათ.
პირველი ნახევარი არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მცირე უპირატესობას ნომინალური მასპინძლები ფლობდნენ. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევაც მათ განახორციელეს. 29-ე წუთზე მეგრელიშვილის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი ლაშა ძაგანიამ მოიგერია.
მალე ლაშა ქებაძემაც იაქტიურა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. ფოთელები შეტევებს განაგრძობდნენ და გვალიას მიეცა კარგი შანსი, მაგრამ ბოიომოს შეცდომით ვერ ისარგებლა. ტაიმის ბოლოს ცხინვალელებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა, მეტრეველი-შარაშენიძე-შალამბერიძის კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი კარს საკმაოდ ააცილა.
მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო საყურებელი იყო. გუნდებმა ტემპს უმატეს და სახიფათო მომენტებმაც იმატა. თამაშის განახლებისთანავე სტუმრებს ჰქონდათ კარგი შანსი, თემურ შონიამ შესანიშნავი დრიბლინგით მცველებს გვერდი აუარა და შარაშენიძეს კარგი პოზიცია შეუქმნა, მაგრამ ცხინვალელთა შემტევმა უზუსტოდ დაარტყა.
რამდენიმე წუთში კი მეტრეველის სახიფათო თავური ასცდა მიზანს. ამასობაში ფოთელებიც გააქტიურდნენ, განსაკუთრებით მათი მარცხენა ფრთა გამოირჩეოდა, სადაც შეცვლაზე შესული გიორგი ლემონჯავა და დათო მეგრელიშვილი აქტიურობდნენ. ისინი დაცვით ფუნქციებსაც ართმევდნენ თავს და შეტევებშიც სახიფათოდ ერთვებოდნენ. სწორედ მეგრელიშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გახსნეს ზღვისპირელებმა ანგარიში: მეგრელიშვილი ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში ციცხვაიას გადააწოდა, მისი დარტყმული ბურთი წაქცეულ მეკარეს მოხვდა და მეგრელიშვილს მიუვიდა, რომელმაც ძაგანიას შანსი აღარ დაუტოვა - 1:0.
ცხინვალელებმა საფრთხე იგრძნეს და შეტევები გააძლიერეს. ხაჩიძის შეგირდებს ანგარიშის გათანაბრება საპასუხო შეტევისთანვე შეეძლოთ, მაგრამ რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან - შონიას უძლიერესი დარტყმა ბობღიაშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი შარაშენიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გადააცილა. მალევე მეტრეველს შეეძლო გატანა, მან მცველებს დაასწრო და ახლოდან შემობრუნებით დაარტყა, მაგრამ ააცილა. მე-80 წუთზე კი შონიას სახიფათო დარტყმა ბობღიაშვილმა მოიგერია.
დარჩენილმა დრომ ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, ფოთელთაგან გვალიასა და ციცხვაიას სახიფათო დარტყმებია აღსანიშნავი, ცხინვალელთაგან კი შალამბერიძემ იაქტიურა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა შეტევის ბოლო ფაზაში ვერ იყოჩაღეს.
"კოლხეთმა" უშუალო კონკურენტის დამარცხებით საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა,"სპარტაკი" კი ამ მარცხის შემდეგ მე-9 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული ფეხბურთი - ჩემპიონატი
ავტორი : დავით კოხრეიძე
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...gamotsevaa.html"კოლხეთმა" შანსი შეინარჩუნა
18.12.2011 18:20
მალხაზ ახვლედიანის ფოტო
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირება ქუთაისში შედგა. ორივე გუნდს საუკეთესოთა შორის მოსახვედრად დიდ ჯაფის გაწევა უწევთ. მათ გარდა, ამ ადგილისათვის კიდევ რამდენიმე გუნდი აცხადებს პრეტენზიას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სავარდო და სამაისო ქალაქში ჩატარებულ შეხვედრას დიდ მნიშვნელობა ენიჭებოდა.
მატჩის პირველმა ტაიმმა ძალზე უსახურად ჩაიარა. მართალია, მასპინძლის რანგში მყოფი ფოთელები ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ რაიმე ღირებული კოლხებს მეტოქის კართან არც შეუქმნიათ. ერთადერთხელ მხოლოდ მეგრელიშვილი დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს. ინდივიდუალური გარღვევის წყალობით, ახალგაზრდა მცველმა საჯარიმოს კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ძაგანიამ ბურთი მუშტებით გამოიტანა.
მართალია, მთელი ტაიმის განმავლობაში ბურთზე კონტროლი კოლხებს ჰქონდათ, მაგრამ 43-ე წუთზე, ცხინვალელთა სწრაფი კონტრშეტევა კინაღამ გოლით დასრულდა. მეტრეველი-შარაშენიძის სწრაფი გათამაშების შემდეგ, მეკარესთან პირისპირ შალამბერიძე გავიდა, რომელიც საჯარიმოს მიუახლოვდა თუ არა მაშინვე დაარტყა, თუმც ძალზე არაზუსტად.
ერთიანობაში, პირველი ტაიმი უსახური სანახავი გამოდგა და შესაბამისად, გოლიც არ გასულა, რადგანაც მოწინააღმდეგებს ერთურთის კარში ხეირიანად არც კი დაურტყავთ.
მე-2 ნახევარი, წინამორბედთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა. თამაშის განახლებისთანავე, "სპარტაკის" კაპიტანმა შონიამ ითამაშა დიდებულად, რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა და შარაშენიძეს დროულად უპასა, მაგრამ ცხინვალელთა ნახევარმცველმა არაზუსტი დარტყმა განახორციელა.
მალე, შალამბერიძის ჩაწოდების შემდეგ, მეტრეველი დაემუქრა თავურით ბობღიაშვილის დასაცავ ობიექტს, მაგრამ ბურთი ხარიხას მცირედით გადაცდა.
61-ე წუთზე კი, კოლხებმა, როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი გაიტანეს. 3 ქულის მომტანი გოლის შემოქმედი დათო მეგრელიშვილი გახლდათ, რომელმაც თავად წამოიწყო შეტევა, ორი მეურვე გზად იოლად ჩამოიშორა და საჯარიმოში მყოფ ციცხვაიას უპასა. კოლხთა ეულმა ფორვარდმა შემობრუნებით დაარტყა, ბურთი წაქცეულ ძაგანიას მოხვდა და უკან გამოვარდა, ხოლო მეგრელიშვილმა, რომლის დაწყებულიც იყო ეს შეტევა, ზუსტი დარტყმა განახორციელა და "კოლხეთი" დაწინაურდა - 1:0.
ცხინვალელებს ჩამორჩენისთანავე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, როდესაც შონიას დარტყმული ბობღიაშვილმა უკუაგდო. დამატებაზე შარაშენიძე ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ დარტყმა ისევ არაზუსტი გამოუვიდა.
ამის შემდეგ, მოედანზე თანაბარი თამაში წარიმართა, მაგრამ უკანასკნელ 10-წუთიან მონაკვეთში "სპარტაკის" ფეხბურთელებმა შეძლეს რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა.
თავის მხრივ, კოლხებმაც შეძლეს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება, რომლებიც შესაძლებელი იყო გოლით დასრულებულიყო.
მე-80 წუთზე, მართლაც ლამაზად გაითამაშეს ბურთი შონიამ და მეტრეველმა, რომელიც შონიას მიერ კარში დარტყმით დასრულდა, მაგრამ ბობღიაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ხიფათიც განიმუხტა.
იქვე კოლხებსაც შეეძლოთ გატანა, თუმცა, გვალიას დარტყმული ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტი გამოდგა.
ბოლო რეალური შანსი შიდაქართლელებს 85-ე წუთზე მიეცათ, როდესაც რეზო ჯიქიამ შალამბერიძე გაიყვანა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ კობამ დარტყმას გადაცემა ამჯობინა და საგოლე სიტუაცია კოლხთათვის მშვიდობიანად დასრულდა.
მატჩის ეპილოგში დასავლელები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, მეტოქეს ბურთი აღარ დაანებეს და სასურველი 3 ქულაც მოიპოვეს.
"კოლხეთი" - "სპარტაკი" 1:0 (0:0)
18.12. 14:00. ქუთაისი. "ცენტრალური. 200 მაყურებელი
"კოლხეთი": ბობღიაშვილი, ცხვიტარია, მეგრელიშვილი, ლომაშვილი, ინწკირველი, პავლე დათუნაიშვილი, ცხადაია (გოგონაია, 59), მდივნიშვილი (ლემონჯავა, 46), გვალია, ქებაძე, ციცხვაია (გულუა, 90).
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
"სპარტაკი": ძაგანია, თიბილაშვილი, ტეტუნაშვილი, მერეჩკო, ბოიომო, შალამბერიძე, ვარლამ კილასონია (მამუჩიშვილი, 46), შონია, შარაშენიძე, ჯიქია, მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
გოლი: 1:0 მეგრელიშვილი (61)
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (58), ქებაძე (86).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=28958&lang=1