ძაან მაგარი ინფო ძმაო !
მაგარი
მართლა ძაან დონეა ლევანი, სასწაული ცაცია აქ !
იმედია წავა ლილში და ჩვენც რაღაცით ვიხეირებთ

დღეს ცნობილი გახდა რომ ბელგიური, საფეხბურთო ტრანსფერებზე მომუშავე კომპანია ,,vision foot''-ის მეშვეობით რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია, შესაძლებელი გახდა ჩვენ კლუბში მოასპარეზე ფეხბურთელის ლევან შენგელიას სინჯებზე მიწვევა ისეთ ცნობილ კლუბში როგორიც ფრანგული ,,ლილი'' გახლავთ. ,,ლილი'' საფრანგეთის 3 გზის ჩემპიონია, ხოლო ქვეყნის თასი 6 ჯერ აქვს მოგებული. 2011 წელს რუდი გარსიას მწვრთნელობისას( დღეს იგი იტალიური ,,რომას'' მწვრთნელია) გუნდმა დუბლი შეასრულა, მოიგო რა ჩემპიონობა და თასი. შენგელია საფრანგეთში სავარაუდოდ 15 მაისისთვის გაემგზავრება. ასევე ცნობილი გახდა რომ კლუბებს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქში, ,,ლილის'' თავმჯდომარის მიშელ სეიდოს და მწვრთნელის რენე ჟირარის (წარსულში საფრანგეთის ნაკრების წევრი) ინიციატივით, მაისის ბოლოს საფრანგეთში ოფიციალურად მიწვეული არიან ,,კოლხეთი 1913''-ის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია და სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია. შეხვედრაზე განიხილება გუნდებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები (ტრანსფერები, ფეხბურთელთა ურთიერთგაცვლა და სხვა) რაც უცილობლად წაადგება ჩვენი ქალაქის საფეხბურთო წინსვლას.