19.02, 14:00. ფოთი, “ფაზისი”. ”კოლხეთი” (ფოთი) - “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) (პირველი წრე 1:2)
დისკვალიფიცირებული: პავლე დათუნაიშვილი (კოლხეთი).
მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე; ი. ურუშაძე.
აღსანიშნავია, რომ ახალი ბუნებრივი საფარის დაგების შემდეგ, ”ფაზისზე” პირველი ოფიციალური მატჩი შედგება. მასპინძლები სტადიონის ტრიბუნების მოუწყობლობას დარდობენ, მაგრამ ფოთში თამაშის ნების დართვისას, ფედერაციის მესვეურებმა როგორც ჩანს თამაშის საყურებლად მიმსვლელთა მოსალოდნელი სიმცირე გაითვალისწინეს.
მატჩის შედეგს რაც შეეხება, ამ გუნდებისთვის მას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სასწორის ორივე მხარეს, საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისთვის ძალიან საჭირო ქულები დევს. ბოლო გათამაშებების ერთ-ერთ ფავორიტ ”ვიტ ჯორჯიას”, ცოტა უჩვეულო მიზნის მისაღწევად პაექრობა უწევს, მაგრამ რას იზამ - ასეც ხდება.
გუნდებს შორის ეროვნულ ჩემპიონატზე გამართული შეხვედრების სტატისტიკა 29 მატჩს ითვლის. 13-ჯერ “ვიტ ჯორჯიამ” მოიგო, 10-ჯერ “კოლხეთმა”. თბილისელები ბურთების შეფარდებაშიც ფლობენ უპირატესობას - 36:26.
C'mooooooooooooooon
მიმაგრებული სურათი