ვენაცვალე ფოთს და ფოთელებს !
ერთხელ, მაგარი სასაცილო რამ გადამხდა თქვენს ქალაქში - 95 ან 96 წელს ჩემს ძმაკაცებთAნ ერთად ჩავედით ფოთში თასის ნახევარფინალზე კოლხეთსა და მარგვეთს შორის.
მანქანით ვიყავით, მაგრამ სტადიონი არ ვიცოდით თუ სად იყო, ხოდა გვაჩეროთ-ვიკითხოთ-მეთQი...
გავაჩერეთ ჩვენზე ოდნავ უფროსი ასაკის კაცთან (უეჭველი ეცოდინება-თQო!) და მე მთელი ჩემი მეგრულის მობილიზებით დავეკითხე: "ჯიმა ჩქიმ, სორე სტადიონი აშო?"-მეთქი
კაცი მიყურებს აშკარად გაშტერებული სახით და ზედ აწერია, რომ ვერაფერიც ვერ გაიგო...
მე უკვე ქართულად ვუმეორებ: "სტადიონი სადაა? მიგვასწავლე, კაი კაცო!"
ამ დროს კი კაცმა აიჩეჩა მხრები და გამცა ისტორიული პასუხი: "რააა ვიცი ერთი, ხაააააააშურელი ვაააააარ!"
ბოლო-ბოლო, ჩვენც მივაგენით სტადიონს და ის კაციც დაბრუნდებოდა ხაშურში, მარა ამ ამხელა ფოთში თავის საქმით შეწუხებული 1 გაჭირვებული ხაშურელის მოძებნა არ გინდოდა ?!
This post has been edited by sergo_38_fcz on 21 Apr 2012, 11:12