კოლხეთი – ბათუმი
6 აპრილი. ფოთი. “ფაზისი.” 16:00
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ლ. ვარამიშვილი, გ, ჩიგოგიძე, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიცირებული: გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
მიმდინარე სეზონში: 1:3, 1:2
ცხრილის ქვედა ორმა ზღვისპირულმა გუნდმა საგაზაფხულო ეტაპი შესანიშნავად დაიწყო და მათი მატჩი ახლა ამ მხრივაცაა საინტერესო. ფოთელებმა, რომლებსაც მარტამდე გამარჯვების სიხარული არ ეგემათ, ზედიზედ 2 თამაში მოიგეს “სიონთან” და “მერანთან”, შაბათს კი ბათუმელების ძლევას შეეცდებიან, რომლებთანაც საშემოდგომო ეტაპზე ორივე მატჩი წააგეს. ესეც რომ არ იყოს, სატურნირო ვითარებაც აიძულებთ მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლონ. ბათუმელები კი “მარტის ჩემპიონები” არიან. გია გურულის შეგირდებს გაზაფხულის პირველ თვეში 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ, მათ მიჯრით დაამარცხეს “მერანი”, “ვიტ ჯორჯია” და “სიონი”, გასავარდნ ადგილს თავი დააღწიეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ.
პ.ს
ხვალ წასვლას ვეცდები