ყველას გილოცავთ ასი წლის იუბილეს, საფეხბურთო კლუბი ფოთის "კოლხეთი-1913" ასი წლისაა !!! ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული კლუბი რომლის დაარსებიდანაც საუკუნე გავიდა. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ხნის განმავლობაში კლუბს გვერდში ედექით და თქვენი წვლილი შეიტანეთ კლუბის წინსვლაში. სამწუხაროდ ასი წლის იუბილეს პირველ ლიგაში შევხვდით, მაგრამ იმედია სიტუაცია მალევე გამოსწორდება, დავუბრენდებით უმაღლეს ლიგას და კვლავ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისა და ევრო ტურნირებისთვის რასაც "კოლხეთი" წლების განმავლობაში აკეთებდა.
• ტიტულები
საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
ჩემპიონი: 1978, 1988
საქართველოს უმაღლესი ლიგა
მეორე ადგილი: 1994, 1997
მესამე ადგილი: 1995, 1996, 1998
პირველი ლიგა
მეორე ადგილი: 2010
საბჭოთა მეორე ლიგა
მეორე ადგილი: 1989
მესამე ადგილი: 1982, 1983, 1984, 1987.
• „კოლხეთი-1913-ის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, „თბილისის „იბერიას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, „კოლხეთმა“ 1–0 მოიგო.
• საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში
სარეკორდი მოგება: ლიახვი(ცხინვალი) 1:8 კოლხეთი. 09.09.1990 მატჩი ნეიტრალურზე ხაშურში ჩატარდა
კოლხეთი 8:1 ივერია(ხაშური) 07.05.1995;
კოლხეთი 8:1 მეტალურგი(ზესტაფონი) 08.12.2002;
კოლხეთი 7:0 მარგვეთი(ზესტაფონი) 27.03.1997;
კოლხეთი 7:0 გურია(ლანჩხუთი) 30.05.1997;
• კლუბის რეკორდსმენები უმაღლეს ლიგაში.
ვალერი ტორჩინავა-285 მატჩი, დავით მახარაძე - 72 გოლი
• სარეკორდი მოგება: კოლხეთი 13:0 მგლები-2 ზუგდიდი(2006-07)
• კიდევ ერთხელ გილოცავთ ასი წლის იუბილეს და გისურვებთ რომ კიდევ ბევრჯერ გაერხარებიოს "კოლხეთს" საკუთარი გულშემატკივარი. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. იმედია ჯგუფში პირველ ადგილს კიდევ უფრო გავიმყარებთ, შემდეგ ეტაპსაც წარმატებით დავძლევთ და მომდევნო სეზონიდან უმაღლეს ლიგაში დავბრუნდებით.
მიმაგრებული სურათი