სერჟიო ბენატი ("იბერია სტარის" მთავარი მწვრთნელი): "პირველი ხუთი წუთი თამაშის დალაგება გაგვიჭირდა და იტალიელები ფლობდნენ უპირატესობას. შემდეგ კი ნელ-ნელა მოვეგეთ გონს და მოწინააღმდეგეს ჩვენი ძალა დავანახეთ. ეს გამარჯვება ჯერ არაფერს ნიშნავს მომდევნო შეხვედრები უფრო მნიშვნელოვანია. მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო უფრო მეტი მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით ამ ურთულეს მატჩებში".

ვახო წერეთელი ("იბერია სტარის" დირექტორი): "ღმერთის წყალობით გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს ეს მათი დამსახურებაცაა. შემდეგ შეხვედრებში იმედი მაქვს კვლავ ჩვენს მხარეს იქნება იღბალი, უფლის წყალობაც და შევძლებთ ოთხთა ფინალში გასვლას".

აუგუსტო ("იბერია სტარის" ფეხბურთელი): "ამ გამარჯვებაში საკუთარი მოედნის ფაქტორიც დაგვეხმარა. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. ამ წარმატების ფონზე მომდევნო შეხვედრებს უფრო თავდაჯერებულად ვითამაშებთ და ვეცდებით, აუცილებლად გავიდეთ ოთხთა ფინალში".

ბრუნო მელო ("იბერია სტარის" ფეხბურთელი): "გუნდმა კარგად ითამაშა და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ანგარიშის მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ ადვილი თამაში გამოვიდა, თუმცა კი შევძელით და სამი ქულა მოვიპოვეთ. იმედი მაქვს ხვალ უფრო მეტო გულშემატკივარი მოვა და დაგვიჭერს მხარს, რადგან ხვალინდელი თამაში გაცილებით ძნელი იქნება "დიორ ეტო" დაცვას ანიჭებს უპირატესობას და შეტევაზე მეტად გოლის არგაშვებაზე ფიქრობს, აქედან გამომდინარე ხვალ მეტი ძალისხმევა გვმართებს, კარგი შედეგის მისაღწევად.

გოგა ალთუნაშვილი ("იბერია სტარის" კაპიტანი): "ლუპარენსე" რომ ძლიერი გუნდი იყო, უეფას რეიტინგიდანაც ჩანდა, სადაც მე-5 ადგილი ეჭირა, შესაბამისად, სერიოზულად მოვეკიდეთ საქმეს და კარგია, რომ ის გარჯა, რაც ამ მატჩამდე გვქონდა დაგვიფასდა. მთავარი ბრძოლები წინ გველის. მადლობა იმ ქომაგს ვინც სპორტის სასახლეში მოვიდა და გვიგულშემატკივრა".

17:30 საათზე, გულშემატკივარს გელით სპორტის სასახლეში. იბერია სტარს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის უნგრულ დიორ ეტოსთან.
ვუქომაგოთ ერთად!
This post has been edited by buachidze5678 on 12 Oct 2012, 15:24