ბევრი ვიღაცის - ტრასის დამპროექტებლების, საერთაშორისო ფედერაციის, სოკ-ის შესაბამისი სამსახურების...

არც ერთი ობიექტი ექსპლოატაციაში არ შევა, თუ უსაფრთხოების ზომები არაა სათანადოდ დაცული. ეს მშენებლობის პროცესშივე უნდა დაეცვათ, მაგრამ, მანდ, როგორც ეტყობა, შენების პროცესშივე არ იცავდნენ მაგას. ამ ობიექტებს საერთაშორისო ფედერაციაც ამოწმებს და სოკ-იც და უნდა მიექციათ ყურადღება. მით უფრო, სპორტსმენები მთელი წლით ადრე იძახდნენ, სახიფათო ტრასაა და სისწრაფე დაუკელითო. უინსლეტს იმთავითვე "50-50" შერაქვეს, ანუ აქ გადარჩენა-სიკვდილის შანსი 50-50-ზეაო. იმ გერმანელმა, ჯერ კიდევ შარშანო, პირველივე სატესტო დაშვებისას ვთქვი, აქ ვიღაც დაიღუპებაო. საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი მერე კი ამბობდა, მთელი წელიწადი ვუძახოდი ამათ, სისწრაფეს დაუკელითო, მაგრამ ფაქტია - ტრასის უსაფრთხოება არ იყო დაცული. ავარიის მერე ხომ ააკრეს დამცავი ლეიბები იმ რკინის ბოძებს, უბრალო ბადე მაინც გაეკრათ ტრასის გასწვრივ (ესეც მერე გააკეთეს), რომ ავარიისას სპორტსმენი ტრასიდან არ გადავარდნოდათ - ეს საცოდავიც მაგან დაღუპა, თორემ ტრასაშივე რომ ჩავარდნილიყო, მოტეხილობებით გადარცებოდა, ახლა კი ბოძებს შეასკდა... მგონი, რუსების მწვრთნელმა თუ ფედერაციის პრეზიდენრტმა ტქვა, ტრასიდან სპორტსმენის გადავარდნა ორგანიზატორთა დიდი შეცდომაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფღთხოება არ იყო სატანადო დონეზეო. უსაფღთხოება გასაათმაგებელი მით უფრო ჰქონდათ, რომ უინსლეტი რეკორდულად ჩქაროსნული ტრასა იყო - ტურინის ოლიმპიადაზე 152 კმ-სთ სიჩქარე განავითარეს და მაგაზე ატყდა ერტი ამბავი, მანდ კი 58-მდე ავიდა ხალხი. არ მახსოვს, ისევ რუსებმა თუ ფენდტმა ორგანიზატორები იმაზეც გააკრიტიკეს, რომ გვირაბის შესასვლელთან ტრასას მზისგან დასაცავად ლურჯი ტენტი გადააფარეს - ამან ხილვადობა შეზღუდაო...
მოკლედ, ბევრი ნიუანსი იყო, რამაც ეს საცოდავი შეიწირა... ესეც ჩვენი ბედი, თუმცა იმ ტრასაზე ბევრი აყირავდა, მათ შორის - ცნობილი სპორტსმენებიც, ტუმცა ყველა გადარჩა. ოღონდ ისინი ტრასაშივე ჩარჩნენ. რუმინელი გოგოც ძაან მაგრად დაშავდა, ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადარჩნენ, მერე იმოქმედა იმ დამცავმა ბადემ. არადა, თავიდან თურმე თავი იმართლეს - ყველა ტრასა ასე ღიაა, ბადეებს არსად არ ვაკრავთო, მაგრამ ეს ტრასა ყველაზე ჩქარი იყო, ამით განსხვავდებოდა სხვებისგან და ეს უნდა გაეთვალისწინებინათ. ლატვიელმა გოგომ თქვა ამისი დაღუპვის შემდეგ, ახლა ჩემთვის მთავარია, ცოცხალი დავრცე და ვანკუვერიდან რაც შეიძლება სასიამოვნო მოგონება წავიღოო. ოღონდ ამაში გართობას კი არ გულისხმობდა, არამედ იმას, რომ ამ ტრაგედიით დათრგუნულებმა თუ შეიძლება რამე დადებითი გავიყოლოთ აქედან, ამას ვეცდებიო.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".