გელა სანაია
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...vis-acdian.htmlანგარიშისგან განსხვავებით, მატჩის შედეგი ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. დღეისთვის "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო გუნდია, რაც კიდევ ერთხელ და, რაც მთავარია, ძალიან თვალსაჩინოდ დაამტკიცა.
გიორგი ჭიაბრიშვილმაც დაამტკიცა, რომ შედგა როგორც მთავარი მწვრთნელი. მისი წვლილი "ზესტაფონის" წარმატებაში აშკარად განსაკუთრებულია. ბუნებრივია, იგი გია გეგუჩაძის იდეებს იზიარებს, მაგრამ მის გუნდს გეგუჩაძის გუნდისგან ფლანგებზე აქტიური თამაში განასხვავებს.
"ზესტაფონი" ძლიერია როგორც ფეხბურთელთა ინდივიდუალური თამაშით, ასევე კოლექტიური მოქმედებით. გუნდი იდეალურადაა შეთამაშებული, ამას ფეხბურთელთა მონაცემები, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი და გამართული საკლუბო ინფრასტრუქტურა დაამატეთ და წარმატების რეცეპტსაც მიიღებთ.
* * *
ZEUSzedela88გმადლობთ!
2004 წლიდან საშინაო ფორმა იყო შავ-თეთრი, საგარეო - ლურჯი ....
ხოდა, პირველმა ვარიანტმა საშინაო ფორმის წარმოშვა ვარიაციებიმ, რაა გასაკვირი ამაშინ მაშინ, როცა ზოგი ზოლებს იხატავს (ზოგი ჰორიზონტალურს, ზოგიც ვერტიკალურს ...)).
მაგალითებზე შორს არ დავიწყებ სიარულს ...