თითქმის გადაწყდა: კვირკველია "ანორთოსისში"
ათენის "პანიონიოსში" ფინანსური სიტუაცია ვერადავერ დალაგდა, რის გამოც დავით კვირკველიას გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. ბერძნული გამოცემების (Sport24, Gazzetta) ცნობით, ქართველი მარცხენაფლანგელი კვიპროსის "ანორთოსისში" მიდის.
გეცოდინებათ, "ანორთოსისის" ტექნიკური დირექტორი გიორგი ქინქლაძე გახლავთ. ამ ეტაპზე "თითქმის" იმიტომ, რომ კლუბებს შორის გარკვეული ფინანსური დეტალებია შესათანხმებელი.
კვირკველიას "პანიონიოსიდან" შესაძლო წასვლაზე საუბარი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ქართველის მიმართ ინტერესი ბერძნულ "პანაიტოლიკოსსაც" ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც - "ანორთოსისი"...
ფამაგუსტური კლუბი ისეთი ძლიერი ვეღარაა, როგორიც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას იყო. თუმცა, ჩემპიონობისთვის იბრძვის – მე-4 ადგილზეა და სულ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ომონიას". "ანორთოსისს" ებრაელი სპეციალისტი რონი ლევი წვრთნის.
შეხსენებისთვის, კვირკველია შარშან ამ დროს გადავიდა "პანიონიოსში" და რეგულარულად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში, რამდენიმე მატჩში კი გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=29813&lang=1