საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" ნახევარმცველი დავით თარგამაძე კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს.
მაგრამ უკრაინის ჩემპიონატს მეორე წრეში ქართველი შემტევი ნახევარმცველი მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით ითამაშებს - იუწყება უკრაინული ინტერნეტ-გაზეთი "უა ფუტბოლი".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით კიევის "დინამო" და "პორტუ" იყვნენ დაინტერესებული, რაც თავად თარგამაძემ დაადასტურა.
ჯერ-ჯერობით "შახტარის" ვებგვერდზე ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ "უა ფუტბოლი" ყვითელი პორტალი არ არის და ცრუ ცნობებს არ ავრცელებს. ის გავლენიან უკრაინული საფეხბურთო წრეების გამოცემაა.
შეგახსენებთ, რომ "შახტარს" ეკუთვნის და ასევე "ილიჩივეცში" იჯარით თამაშობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.
დონეცკელთა კლუბი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და ამბიციური კლუბია. ასეთ კლუბში მოხვედრა უდავოდ წინდადადგმული ნაბიჯია.
იმედია, თარგამაძე "ილიჩივეცში" სტაჟირებას მალე დაასრულებს და "შახტარს" დაუბრუნდება.
https://www.facebook.com/note.php?note_id=283625571683664
მიმაგრებული სურათი