http://gladiators.ge/index.php?newsid=1290რა შეიძლება შეცვალონ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა...
თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ „დინამოს“ გულშემატკივარს არასდროს აინტერესებდა, თუ რა მდგომარეობა იყო ცხრილის ფსკერზე... გუნდის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთი–ორი შემთხვევა იყო, ისიც საბჭოთა ჩემპიონატში, როდესაც დინამომ სეზონი გასავარდნ ზონასთან ახლოს დაასულა... ეროვნული ჩემპიონატის დაწყების დღიდან კი – ჩვენი გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი ბრინჯაოს მედლები იყო...
ეროვნული ჩემპიონატის ახლებურმა რეგლამენტმა და პირველ წრეში არასტაბილურად თამაშმა იძულებული გაგვხადა სხვა გუნდების შედეგებსაც მივაქციოთ ყურადღება:
18 ტურის შემდეგ „დინამო“ ყველაზე ცუდ სიტუაციაშია, რადგან ბოლო ოთხ ადგილზე მყოფ გუნდებთან მხოლოდ 2 ქულა გვაქვს დაკარგულლი, ხოლო ჩვენზე წინ მყოფ ზესტაფონს 5 და მეტალურგს 8...
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასკნით ეტაპზე მხოლოდ ის ქულები გადაგვყვება , რომლებიც ცხრილის პირველ 8 გუნდთან მოვიპოვეთ, ამიტომ ჩვენი სურვილია ქვედა ოთხში მოხვდნენ ის გუნდები, რომლებთანაც ქულები დავკარგეთ, ხოლო იმათმა, ვინც ჩვენ კონკურენტებთან დააგროვეს ქულები უმაღლესში დარჩნენ...
ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
– ყველაზე დიდი შანსი ზესტაფონთან სხვაობის შემცირებისა „დილას“ 8 გუნდში დარჩენაა. გორელები 3 ქულით ჩამორჩებიან მერვეადგილოსან „გაგრას“ და თებერვლის მიწურულს სწორედ მათ ურთიერთდაპირისპირებაში უნდა გადაწყდეს ბევრი რამ. გარდა ამ შეხვედრისა დილას უკეთესი კალენდარი აქვს... საერთოდ არაა გამორიცხული, რომ დარჩენილ 4 ტურში გაგრამ ვერცერთი ქულა ვერ მოაგროვოს, მითუმეტეს გუნდიდან ფეხბურთელებს ჯერ მხოლოდ უშვებენ და გაძლიერებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა...
– სხვაობის შემცირების მეორე ხერხი „ვიტ ჯორჯიას“ ქვედა ოთხეულში დაწინაურებაა.. რთულია ამის წარმოდგენა, რადგან ვიტი 4 ქულით უსწრებს თავისზე დაბალი კლასის გუნდებს, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში საკმაოდ უნდა გაუჭირდეს ქულების დაგროვება... 2 შეხვედრა უშუალო კონკურენტებთან, 1–1 კი სტუმრად ქუთაისში და მცხეთაში ზესტაფონთან.
– კიდევ ერთი გუნდი, რომელთანაც ქულები დავკარგეთ და შესაძლოა გავარდეს ზუგდიდის „ბაიაა“, რომელიც საერთოდ 5 ქულით უსწრებს მეცხრე ადგილოსანს, თუმცა ვიტის არ იყოს, მასაც საკმაოდ რთული კალენდარი აქვს დარჩენილი . გასვლითი შეხვედრები ზესტაფონში და ჩვენთან დიდი ალბათობით 0 ქულას ნიშნავს, ერთი შეხვედრა კი უშუალო კონკურენტ „დილასთან“ ექნება ... ბაიაც ჯერ–ჯერობით მხოლოდ ფეხბურთელების გაშვებით არის დაკავებული... (ზუგდიდელთა და ვეტერინართა დაქვეითება შეუძლია არა მარტო გორის დილას... ფოთის კოლხეთი და ცხინვალის სპარტაკიც იქვე არიან, უბრალოდ დილასთან შედარებით რთული კალენდარი აქვთ)
– კიდევ ერთი ვარიანტი დარჩენილ 4 ტურში ზესტაფონის მიერ ქულების დაკარგვაა...
ვიტჯორჯია, გაგრა, ბაია და სპარტაკი – ოთხივე გუნდი იბრძვის უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად, შესაბამისად არაა გამორიცხული ქულები ზესტაფონმაც დაკარგოს...თუ ოთხივე მოიგო, მაშინ ეს გუნდები კარგავენ ქულებს და შანსი ეძლევა დილას 3 ქულით მიუახლოვდეს კონკურენტებს....
ანუ შანსები არის...
იდეალური ვარიანტი დილას და ბაიას ადგილების გაცვლაა...
ეს ყველაფერი მაშინ, თუ დინამომ ყველა დარჩენილი შეხვედრა მოიგო...არადა საკმაოდ რთული თამაში გველის რუსთავში და მერანზე „გაგრასთან“...
მაგრამ, სხვანაირად აღარც შეიძლება....
პირველ წრეში საკმარისზე მეტი ქულები დავკარგეთ და მეტის უფლება აღარ გვაქვს...
ვინც გუნდში დარჩება ამ სამარცხვინო პირველი ნახევრის შემდეგ ვალდებულია გამოასწოროს ყველაფერი და არა მხოლოდ მოსაგებად გავიდნენ თამაშზე – არამედ მოიგონ!!!