#28879793 · 22 Dec 2011, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დანელია - ჩამონათვალში არც მშვილდოსანი ქრისტინე ესებუაა და არც - ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. ესებუა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, არადა, აქამდე მსოფლიოზე პირადში მედალი საერთოდ არ გვქონია. დღევანდელ საქართველოში მშვილდოსნობაში მსოფლიოს ვერცხლი გაქაჩო, ძაან დიდი საქმეა - ეგ გოგო საკუტარ თავს გადაახტა. სალუქვაძეს ევროპა-მსოფლიოს მედალი არ მოუპოვებია, მაგრამ პირველი ლიცენზიის ავტორია. თან უკვე მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს, რითაც რეკორდსმენია ქართული სპორტის ისტორიაში - უკვე ბევრად ჩამოიტოვა კონკურენტები. ტყვიის სროლაში მსოფლიოს მასშტაბითაც მხოლოდ ორს აქვს 6 ოლიმპიადაზე ნაასპარეზები. პოლში ისეთი ხალხია, მგონი, ეგენიც იმსახურებდნენ მანდ მოხვედრას, ხოლო ესებუას მე სულაც პირველობა მივანიჭე.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|