ავსტრიის საკურორტო ქალაქ ინსბრუკში მიმდინარე ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და რუს ბიატლონისტებს ესტაფეტის შეცდომით გადაცემის გამო, დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ვერცხლის მედალი ჩამოართვეს, შემდეგ კი ორგანიზატორებს დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიაც ჩაეშალათ და მისი მეორე დღისთვის გადატანა მოუხდათ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოცნერ პლაზის ტერიტორიაზე, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩემპიონ-პრიზიორთა დაჯილდოება იმართება, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. როგორც ,”ინსბრუკი 2012”-ის პრესსამსახური იუწყება, აღმოჩენილი ბომბი უკვე გაუვნებელყოფილია და ინციდენტიც ამოწურულია, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი ერთი დღის დაგვიანებით შედგა.
მეორე მსოფლიო ომის მერე თუ ის ბომბი იქ იყო, საღოლ რა