http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-vamjobine.htmlსაქართველო "ელ კლასიკოს" მსგავსი დაპირისპირებებითა და დიდი ქალაქური დერბებით განებივრებული არ ყოფილა. გამონაკლისი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრები იყო. უხლინდათ თუ უჭირდათ, ამ გუნდების მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.
ბოლო დროს კი ასეთი დაპირისპირებების რაოდენობა გაიზარდა და ასეთთა რანგში შეიძლება განვიხილოთ "ტორპედო"-"ზესტაფონისა" და "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩებიც.
მოთამაშის კონკურენტ გუნდში გადასვლა ყოველთვის მძაფრ რეაქციას იწვევს, განსაკუთრებითAბოლო დროს. გავიხსენოთ ზესტაფონელი ირაკლი ძარიას ტრანსფერი თბილისის "დინამოში", რამაც იმერული კლუბის ფანების განრისხება გამოიწვია.
ამ მხრივ ნიკა ფირცხალავას ტრანსფერი იშვიათი გამონაკლისი იყო: თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტნის ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლაზე "დინამოს" ფანების რეაქცია ძალიან თბილი და ადამიანური გამოდგა, ნიკას წარმატებები უსურვეს და მის წასვლაზე გული დასწყდათ.
მისი "ადგილნაცვლობის" მიზეზი კი ყველასთვის ნათელი იყო: ნიკას ალექს გარსია არ ენდობოდა და სკამზე ჯდომას ვერ შეეგუებოდა.
ნიკასთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.
- მთავარი და მოულოდნელი ის იყო, რომ შენს ამ ნაბიჯს "გლადიატორების" არა განრისხება, არამედ სინანული მოჰყვა და თბილად გაგაცილეს.
- მათგან ყოველთვის ვგრძნობდი დიდ სითბოსა და სიყვარულს და მეც ყოველთვის მეყვარება ისინი. მათ გუნდის თანადგომა ყველაზე მძიმე მომენტებში იციან, რაც ძალიან დასაფასებელია.
ახლა "ტორპედოში" მოგიწევს იმის დამტკიცება, რომ ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ იყავი.
- მაგრამ ამას გავაკეთებ არა "დინამოს" ჯიბრზე, არამედ იმიტომ, რომ განვვითარდე როგორც ფეხბურთელი
ძალიან ბევრი კი იბოღმება უბრალოდ და გამწარებით თამაშობენ ჩვენს წინააღმდეგ..
პ.ს ხო უნდა იყოს რაღაც დადებითიც ტორპედოს არწაგებაში?
This post has been edited by acdachi on 20 Jan 2012, 14:42
მიმაგრებული სურათი