კახა სამსონია "ინტერს" და ირაკლი სირბილაძეს ქომაგობსწელს ფინეთის ჩემპიონატი, ქართველი ლეგიონერებისათვის წარმატებულად მიმდინარეობს. ირაკლი სირბილაძის "ინტერი" ვაიკაუსლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვის, თავად ირაკლი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბრადირობის წოდების მოპოვებას ცდილობს. კიდევ ერთი ქართველი, რომლისთვისაც წლევანდელი სეზონი წარმატებულად ჩაითვლება 26 წლის ნახევრმცველი, კახა სამსონია. ქართველი ფეხბურთელი 2008 წლიდან "კაიანის" ღირსებას იცავს, გასულ უქმეებზე კი კახამ გუნდთან ფლეი–ოფის შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და გუნდთან ერთად იაკონენის (რანგით მეორე ლიგის) საგზური მოიპოვა.
– თავდაპირველად თქვენი კარიერის შესახებ, როგორ აღმოჩნდა კახა სამსონია ფინეთში?
– სხვადასხვა დროს ვთამაშობდი რუსთავის „მეტალურგისა“ (2006/07 წლები) და „ორბების“ (2007/08 წლები) შემადგენლობაში. 2008 წლიდან კი კარიერა ფინეთში გავაგრძელე. ჩემამდე "კაიანში" ლაშა ჩხაიძე თამაშობდა, რომელიც ჩემი ყოფილი მწვრთნელის, თემურ ჩხაიძის შვილია. სწორედ მისი დახმარებითა და რეკომენდაციით აღმოვჩნდი ფინეთში. ფორმალური მხარის მოგვარებაში კი გიორგი ნიკურაძე დამეხმარა.
– საქართველოდან წასული. როგორ შეეგუე ახალ გარემოს?
– პირველი ორი სეზონი ძალიან გამიჭირდა. აქ სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ და ახალ სათამაშო სტილზე გადაწყობა და მცირე დროში ახალ რელსებზე გადასვლა ჩემთვის რთული გამოდგა, თუმცა ქართველი თანაგუნდელები, რომლებიც ჩემამდე იყვნენ "კაიანში", ძალიან დამეხმარნენ.
– ახალი გუნდი, ახალი ვარჯიშები...
– გუნდთან და ახალ ვარჯიშებთან შეგუება არ გამჭირვებია, თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და გამუდმებით მამხნევებდნენ. მათი დახმარებით გუნდთან ადაპტაციის პერიოდი ძალიან მალე გავიარე.
– ქართული და ფინური ფეხბურთის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში...
– ამ მხრივ რადიკალური განსხვავებაა... საქართველოში თუ კი ტექნიკურ ფეხბურთზე კეთდება აქცენტი, აქ ძალისმიერ თამაშზე ამახვილებენ ყურადღებას.
– ქართველი ფეხბურთის მოყვარულთათვის, თქვენს შესახებ ფაქტობრივად არაფერი არის ცნობილი. როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა?
– მყავს მეუღლე და პატარა ვაჟკაცი.
– ფინეთის ჩემპიონატში ბოლო პერიოდში არაერთი ქართველი გამოჩნდა. აქვს თუ არა კახა სამსონიას თანამემამულე ლეგიონერებთან კავშირი?
– აქ არც თუ ისე ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, შესბამისად ყველა ყველას იცნობს და პლიუს ამას, ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობაც გვაკავშირებს.
– დავუბრუნდეთ „კაიანს“. თქვენმა გუნდმა ფლეი–ოფის მოგება მოახერხა. როგორია გუნდისა და კახა სამსონიას სამომავლო გეგმები?
– ჩვენთვის ეს უდიდესი წარმატებაა, ვინაიდან ყველასთვის უცნობმა გუნდმა ჯერ ჩემპიონატი მოიგო დამაჯერებლად, შემდეგ კი – გადათამაშება. მომავალ სეზონში კონტრაქტის თანახმად გუნდთან ერთად ვიქნები და პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ.
– დასასრულს ვაიკაუსლიგაზეც ვისაუბროთ. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ჩემპიონობისთვის კი ფაქტობრივად ორი გუნდი – „ჰიკ“ და „ინტერი“ იბრძვია. როგორ ფიქრობ, ვინ მიაღწევს საწადელს?
– ფინეთის უმაღლეს ლიგაში ერთადერთი ქართველი, ირაკლი სირბილაძე თამაშობს, რომელსაც ყველანი ვგულშემატკივრობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ მისი გუნდი გახდება ჩემპიონი – წარმატებებს ვუსრუვებ ირაკლის და „ინტერს“.
http://allsport.ge/page-136-news_id-1677-lang-geo.html