საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ facebook-ზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2012 წლის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად გურამ კაშია დასახელდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის facebook-ზე განთავსებული ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა 3332 გულშემატკივარმა მიიღო და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა 1376 ხმა დააგროვა.
გამოკითხვის საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება:
1. გურამ კაშია – 1376 ხმა
2. ირაკლი სირბილაძე - 1128
3. მამუკა ღონღაძე - 328
4. თორნიკე ოქრიაშვილი - 265
5. ჯანო ანანიძე - 76
6. ლევან ყენია -71
7-8. დავით თარგამაძე - 28
7-8. ნიკა ძალამიძე - 28
9. სანდრო კობახიძე - 17
10. ბაჩანა ცხადაძე -15
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ნომინანტებად შემდეგი ლეგიონერები იყვნენ წარდგენილი:
გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), მამუკა ღონღაძე ("დაუგავა", ლატვია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), ლევან ყენია ("კარპატი", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ილიჩივეცი", უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი", უკრაინა), ნიკა ძალამიძე, ("იაგელონია", პოლონეთი), ირაკლი სირბილაძე ("ინტერი", ფინეთი), ალეკო ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), ლადო დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა).
http://worldsport.ge/Read.aspx?news=47077&lang=1ამ ე.წ. დაჯილდოებას არ დაესწრო "მეორეადგილოსანი" ირაკლი სირბილაძე... მიზეზი არის, თუ თავად ფეხბურთელი ისურვებს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთბას ხო გახდება ყველასთვის ცნობილი და თუ არადა... დარჩება ისევ ვიწრო წრისთვის ეს ამბავი