ირაკლი სირბილაძე : "ტრავმა ბოლომდე არ მომშუშებია,მაგრამ ბევრად უკეთესად ვარ" საქართველოს ნაკრებისა და ფინური "ინტერის" თავდამსხმელი, ირაკლი სირბილაძე ტრავმირებულია და ბოლო რამდენიმე თამაშია საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება.
ჩვენ ფინეთში დავუკავშირდით ფეხბურთელს და რამდენიმე კითხვა დავუსვით :
- ბოლო პერიოდში ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაგიცდა, რას გეუბნებიან ექიმები, როდის შეძლებ თამაშს?
" ტრავმა ბოლომდე არ მომშუშებია,მაგრამ ბევრად უკეთესად ვარ. მომავალი ტურიდან უნდა დავიწყო თამაში."
- "ინტერი" წლევანდელ სეზონში იმ თამაშს და შედეგს ვერ აჩვენებს, რასაც გულშემატკივარი ელოდა შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით, რატომ დასუსტდა გუნდი ასე?
" წინა წელთან შედარებით წელს სუსტად ვთამაშობთ, გუნდი ბევრმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა დატოვა, მათ მაგივრად კი გუნდში გამუცდელი ახალგაზრდები არიან, ამიტომ ძნელია ჩემპიონობისთვის იბრძოლო."
- ევროპის ლიგის შესარჩევის პირველ ეტაპზე ფარერების "ვიკინგური" გარგუნათ წილისყრამ მეტოქე, კმაყოფილი ხარ თუ არა წილისყრის შედეგით?
" კი კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ."
- როგორ ემზადება გუნდი ევროპის ლიგის შესარჩევისთვის?
" მაქსიმალურად ვემზადებით, ვიცით რომ ადვილი თამაში არ გვექნება. რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი ტრამვირებულია, მაგრამ იმედი მაქვს ევროპის ლიგის შესარჩევისთვის ყველა მზად იქნება და გუნდი სრული შემადგელობით შეხვდება მეტქოეს."
- ნაკრებზეც გკითხავ : მიუხედავად უამრავი მცდელობისა,ნაკრები კვლავ ვერ აჩვენებს სასურველ შედეგს,შენი აზრით რაარის ამის მიზეზი?
" მიზეზი ნამდვილად არ ვიცი რა არის, ყველაფერს ვაკეთებთ მწვრთნელიც და ბიჭებიც, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ხშირად არ გვიმართლებს. დანიასთან მოგებული მატჩი წავაგეთ, მაგრამ არაუშავს ყველაფერი ხდება. იმედია ვაჩვენებთ სასურველ თამაშს, გავახარებთ გულშემატკივარს და შესარჩევში მე-3 ადგილს დავიკავებთ"
- გაქვს თუარა ფინეთში კარიერის დასრულება გადაწყვეტილი,თუ კარგი წინადადების შემოთავაზების შემთხვევაში დატოვებ კლუბს?
" თუ მექნება კარგი შემოთავაზება, ალბათ წავალ. ფეხბურთელისთვის კარიერული წინსვლა უმთავრესია და უკეთეს გუნდში გადასვლაზე უარს არავინ იტყვის.
ესაუბრა : დავით ვარდიაშვილი (datopgb) - See more at:
http://sportpost.ge/news/view/491?ref=foot...h.hzjvvbG3.dpuf