ირაკლი სირბილაძე დისკვალიფიკაციის შემდეგ დუბლით დაბრუნდაფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" გასვლით შეხვედრაში "ვაასანს" 2:1 სძლია. ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ირაკლი სირბილაძემ, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც მოედანს დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა, თავი 33-ე და 43-ე წუთებზე გამოიჩინა. ანგარიში კი მასპინძლებმა გახსნეს მე-19 წუთზე.
ფინეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში "ინტერი" მე-10 ადგილზეა, არადა, წინა ვეიკაუსლიგაში სირბილაძის გუნდი ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
"ინტერმა" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ფარერულ "ვიკინგურთან" 1:1 ითამაშა და 11 ივლისს შინ საპასუხო მატჩი ელის.
* * *
დაიწყო რუსეთის პირველი დივიზიონი, სადაც არაერთი ქართველი ასპარეზობს. ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" ბელგოროდის "სალიუტს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა.
"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.
ვლადიკავკაზის "ალანია" სტუმრად "უფასთან" 1:2 დამარცხდა. გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე "ალანიას" განაცხადში არ ყოფილან.
ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სარანსკში, სადაც ადგილობრივმა "მორდოვიამ" ნალჩიკის "სპარტაკი" 3:0 გაანადგურა. მასპინძელთა შემადგენლობაში აკაკი ხუბუტიამ, ხოლო სტუმართა რიგებში დავით სირაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს.
* * *
"ანორთოსისმა" 8 ივლისს ამხანაგური მატჩი გამართა საბერძნეთის "პანათინაიკოსთან" (2:0). კვიპროსელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო შოთა გრიგალაშვილი, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...h-dabrunda.html