სირბილაძე ხელობას არ ივიწყებს ფინეთის ჩემპიონატში მეორე ტური გაიმართა, თუმცა ირაკლი სირბილაძის “ინტერმა” პირველი მატჩი ჩაატარა (წინა ტურის თამაში გადაედო) და “ვაასანს” სტუმრად 2:0 სძლია. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა, კერძოდ, 27-ე წუთზე ორი ბურთით დააწინაურა”ინტერი”.
სირბილაძეს ჯერ “კოკოლანში”, შემდეგ კი “იაროში” საკმაოდ ხშირად გაჰქონდა. “ინტერი” ამ ორივე გუნდს ბევრად სჯობს, ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია და სასიამოვნოა, რომ ირაკლიმ, ახალ კლუბში ჩემპიონატის პირველი მატჩი გოლით აღნიშნა.
სირბილაძე წლეულს შეუერთდა “ინტერს” და ფინეთის ლიგის თასის შეხვედრებშიც შედეგიანი გახლდათ.
წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=34532&...s=show#comments
მიმაგრებული სურათი