სირბილაძემ კვლავ გაიტანა, შაშიაშვილის გუნდი გავარდაფინეთის ჩემპიონატში, ტურკუს “ინტერმა” შინ 2:0 სძლია “მიუპას” და ორ ტურში 6 ქულა აქვს – ცხრილს ლიდერობს. წინა მატჩის მსგავსად, კვლავ გაიტანა ირაკლი სირბილაძემ, კერძოდ, მე-12 წუთზე თავური დარტყმით დააწინაურა თავისიანები. ირაკლიმ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
გიორგი შაშიაშვილის “ერგოტელისი” საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდა. “ერგოტელისმა” ბოლო ტურში “ქსანთისთან” სტუმრად 2:4 წააგო და მე-14 (ბოლოდან მე-3) ადგილზე გავიდა. ლიგიდან სწორედ 3 გუნდი გავარდა. შაშიაშვილმა “ქსანთისთან” შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი 2009 წლიდან თამაშობს “ერგოტელისში” და მთლიანობაში, სუპერლიგაში 68 მატჩში 3 გოლი გაიტანა. უშუალოდ მიმდინარე სეზონში კი, ასეთი სტატისტიკა აქვს: 24 მატჩი, 1 გოლი.
გერმანიაში, “კარლსრუემ” მე-2 ბუნდესლიგის 32-ე ტურში, შინ 2:0 სძლია “პადერბორნს” და მე-16 ადგილზეა. ალექსანდრე იაშვილმა 68 წუთი ითამაშა, თუმცა გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია. კარლსრუელთა ქართველი კაპიტანი 1:0-ისას შეცვალეს.
სამხრეთ აფრიკაში, გიორგი ნერგაძის “მოროკა სვალოუსმა” სტუმრად 1:1 ითამაშა “ბლუმფონტეინ სელტიკთან”. ნერგაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მისი გუნდი კი მე-4 პოზიციაზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ორლანდო პაირატსს”. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა.
წყარო:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=34677&lang=1
მიმაგრებული სურათი