1 თამაშით ნაკლები აქვს ინტერს ჩატარებული ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არის შანსი პირველი ადგილის მალევე დაბრუნების
“ინტერს” სირბილაძის გოლი არ ეყოფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში მორიგი გოლი გაიტანა ტურკუს “ინტერის” ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ.
“მარიეჰამნთან” სტუმრად 1:2 წაგებულ მატჩში სირბილაძემ სრულად ითამაშა და 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, მისი გოლი გამარჯვებისთის საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 79-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო საბოლოო წერტილი 90-ზე დასვეს. “ტურკუს” 18 ქულა აქვს და 12-გუნდიან ვეიკაუსლიგაში მე-2 ადგილი უკავია. მიმდინარე სეზონსი სირბილაძემ 8 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
დანიის სუპერლიგის 32-ე ტურში “ორჰუსი” გასვლაზე “ჰორსენსთან” 1:3 დამარცხდა. სტუმართა სასტარტოში იყო დავით სხირტლაძე, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. დავით დევდარიანი კვლავ ტრავმირებულია და “ორჰუსს” ვერ ეხმარება. “ორჰუსს” 48 ქულა აქვს და 12-გუნდიან სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში ტაშკენტის “ფახთაქორმა” საკუთარ მოედანზე “ქიზილქუმს” 4:0 აჯობა. გამარჯვებულებში ირაკლი კლიმიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი კახა მახარაძე 79-ე წუთზე შეცვალეს. “ფახთაქორს” 18 ქულა აქვს და 14-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-3 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგაში აღზევებულმა უჟგოროდის “ჰოვერლა-ზაკარპატიამ”, სადაც ლაშა ჯაკობია გამოდის, შინ “ბუკოვინას” 2:0 მოუგო. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. უჟგოროდელები 18-გუნდიანი პირველი ლიგის სათავეში 80 ქულით იმყოფებიან.
პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლმა “სევასტოპოლმა”, რომლის რიგებშიც მათე ღვინიანიძე გამოდის, სტუმრად “ოდესას” 3:1 მოუგო. ქართველი მცველი 18-კაციან განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “სევასტოპოლს” 72 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ერთი ქულით ჩამორჩება მე-2 ადგილზე მყოფ ზაპოროჟიეს “მეტალურგს”.
წყარო:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=36164&lang=1