სირბილაძე - გოლი და ადგილი საუკეთესო ათეულშიირაკლი სირბილაძემ მორიგი გოლი გაიტანა ფინეთის ჩემპიონატში, მისმა “ინტერმა” კი 3:2 სძლია “იუვასკილას” და ლიდერია - 2 ქულით უსწრებს ჰელსინკის ჰიკ-ს. სირბილაძემ 64-ე წუთზე ანგარიში გახსნა, კერძოდ, პირისპირ გასვლა გამოიყენა.
ეს სირბილაძის მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში.
და კიდევ, ფინურმა Iltalehti-მ სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის სირბილაძეც დაასახელა. “ინტერიდან” ათეულში კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა - ფინელი მიკა ოიალა და ჰოლანდიელი მიკ ბოუმანი.
უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში უჩა ლობჟანიძე-ჯაბა კანკავას “კრივბასმა” სტუმრად 1:0 სძლია “ვორსკლას”. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს.
კიევის “არსენალმა” დონეცკში 0:6 წააგო “შახტართან”, თუმცა სანდრო კობახიძეს ვერავინ მოედავება. მას ფეხი სტკიოდა და მატჩი გამოტოვა. ტრავმა უმნიშვნელოა და კობახიძე მომდევნო ტურში ითამაშებს.
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=38904&lang=1
მიმაგრებული სურათი